ტედროს ადანომ გებრეისუსი - რაც მეტი იქნება გადაცემა, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომლებიც პოტენციურად უფრო საშიშები იქნებიან, ვიდრე „დელტა“ ვარიანტია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

ტედროს ადანომ გებრეისუსი - რაც მეტი იქნება გადაცემა, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომლებიც პოტენციურად უფრო საშიშები იქნებიან, ვიდრე „დელტა“ ვარიანტია

ტედროს ადანომ გებრეისუსი - რაც მეტი იქნება გადაცემა, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომლებიც პოტენციურად უფრო საშიშები იქნებიან, ვიდრე „დელტა“ ვარიანტია
მსოფლიოში სამნახევარ მილიარდზე მეტი ვაქცინის დოზაა გამოყენებული და ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთმა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მიიღო. ზედაპირულად ეს კარგი ამბავია, მაგრამ საშინელ უსამართლობას ფარავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მან შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი მდიდარი ქვეყანა მესამე, „ბუსტერ“ დოზაზე საუბრობს მაშინ, როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფები აუცრელები არიან.

„ვაქცინების 75% მხოლოდ 10 ქვეყანაშია გამოყენებული. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის მხოლოდ 1% -მა მიიღო, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში კი -
მოსახლეობის ნახევარზე მეტმა.

ზოგიერთი უმდიდრესი ქვეყანა მესამე, „ბუსტერ“ დოზაზე საუბრობს მაშინ, როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ჯანდაცვის მუშაკები, ხანდაზმული ადამიანები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები აუცრელები რჩებიან.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს შეუსაბამობა, მით უფრო მეტხანს გაგრძელდება პანდემია და ასევე მისგან გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური არეულობა.

რაც
მეტი იქნება გადაცემა, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომლებიც პოტენციურად უფრო საშიშები იქნებიან, ვიდრე „დელტა“ ვარიანტია, რომელიც ახლა ასეთ განადგურებას იწვევს და რაც მეტი ვარიანტია, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანი არ დაემორჩილება ვაქცინას და საწყის მდგომარეობაში დაგვაბრუნებს,“ - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ხომ არ უშლის კოვიდის ვაქცინას რაიმე სხვა მედიკამენტი ხელს და ხომ არ არის კოვიდ-ვაქცინები სახიფათო რომელიმე პრეპარატით მკურნალობის დროს?
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად