საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - წინა კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელების 150%-იანი ზრდა გვაქვს, ეს არასდროს მოგვსვლია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი - წინა კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელების 150%-იანი ზრდა გვაქვს, ეს არასდროს მოგვსვლია

- „ევრონისუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა განაცხადა.

„მხოლოდ 24 საათის განმავლობაში დაინფიცირების 18 000 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ერთი კვირის წინ 7 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ წინა კვირასთან შედარებით ვირუსის გავრცელების 150% -იანი ზრდა გვაქვს, ეს არასდროს მოგვსვლია, არც კოვიდის თავდაპირველად დაფიქსირებული შტამით, არც ბრიტანულით, არც სამხრეთ აფრიკულით და არც ბრაზილიურით,”- აღნიშნა ოლივერ ვერანმა.

მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვაქვს იარაღი - ვაქცინაცია. ეჭვისა და ყოყმანის დრო დასრულდა, კოლექტიური იმუნიტეტის დრო დადგა, ეს კოლექტიური პასუხისმგებლობაა და ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ვირუსს თავი ერთხელ და სამუდამოდ დავაღწიოთ,“- აღნიშნა ოლივერ ვერანმა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში სრულად ვაქცინირებულია 30.7 მილიონი მოქალაქე.

საფრანგეთში დღეიდან კინოთეატრებსა და მუზეუმებში შესასვლელად ჯანმრთელობის საშვების წარდგენა ხდება სავალდებულო.

ეს არის საბუთი, რომელიც აჩვენებს, რომ ადამიანი ან აცრილია, კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვს მიღებული, ან ვირუსისგან ახალი განკურნებულია.

მოგვიანებით კანონმდებლები იმსჯელებენ, გააგრძელონ თუ არა მისი გამოყენება აგვისტოში კაფეებში, რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად.