თამარ გაბუნია - პედიატრიული საწოლები ჯერჯერობით საკმარისია - მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - პედიატრიული საწოლები ჯერჯერობით საკმარისია - მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებული

კორონავირუსისგან მოზარდების მთავარი დაცვა და რეგულაცია არის ოჯახის წევრების ვაქცინაცია.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით, პრობლემა არ არის.

„მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებულები. ეს არის ყველაზე მთავარი დაცვა ამ შემთხვევაში.

„დელტა“ შტამის გავრცელებას რაც შეეხება, დიახ, „დელტა“ შტამის ცირკულაცია იმატებს და ყველა ვხედავთ ამას. გამოსავალი აქ არის ოჯახის წევრების სწრაფი ვაქცინაცია. სხვა მხრივ მოზარდი და მითუმეტეს, ჩვილი ბავშვის პრევენციის მექანიზმი სხვა არ არის, გარდა იმისა თუ არ მოხდა ოჯახის წევრების მიერ წესების დაცვა. პედიატრიული საწოლები, ჯერჯერობით, საკმარისია. ამასთან, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, პრობლემა არ არის,“- განაცხადა გაბუნიამ.