თამარ გაბუნია - ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 4 495 პირია განთავსებული, თავისუფალი საწოლია 1 328 - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 4 495 პირია განთავსებული, თავისუფალი საწოლია 1 328

, კორონავირუსის ინფიცირებულთა ოდენობა იმატებს, რაც საყურადღებოა.

ამასთან, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 328 თავისუფალი საწოლია დარჩენილი.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვთა საწოლებთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, დეფიციტი არაა.

„როგორც მოგეხსენებათ, გასული 24 საათის განმავლობაში 2600-ზე მეტი ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა. ყველა ხედავს, შემთხვევების ოდენობა იმატებს და ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. სამწუხაროდ იყო 26 გარდაცვალება, რაც ასევე არის ჩვენთვის განგაშის საფუძველი.

ამ დროისთვის მობილიზებულია 5 745 საწოლი თბილისსა და რეგიონებში. მეტი დატვირთვა არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შემთხვევების მაღალი რაოდენობის გამო. კლინიკებში 4495 პირია განთავსებული, მათ შორის 895 ინტენსიურ განყოფილებაში, 183 რეანიმაციაში. თავისუფალი საწოლია 1328.

ბოლო პერიოდში, აქტიურად მოხდა ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება. ამ ეტაპზე, დეფიციტი ბავშვთა საწოლებთან მიმართებით არ აღინიშნება, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი მიღწეულია“, - განაცხადა გაბუნიამ.