90 წლის ბელგიელი ქალბატონი ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით დასნებოვნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

90 წლის ბელგიელი ქალბატონი ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით დასნებოვნდა

ხანდაზმული ქალბატონი მარტო ცხოვრობდა და არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინირებული. იმავე დღეს გაუკეთდა კოვიდზე ტესტი, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.

თავდაპირველად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მალევე დაეწყო სუნთქვის პრობლემები და ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სასუნთქი გზების გამონადენის ნიმუშის PCR-ანალიზმა აჩვენა, რომ ის ინფიცირებული იყო ერთდროულად ვირუსის ორი სხვადასხვა ვარიანტით- ალფა ("ბრიტანული") და ბეტა ("სამხრეთაფრიკული") შტამებით.

ვირუსის ორივე ვარიანტის არსებობა დადასტურდა ნახველის მეორე ნიმუშის ტესტირებისას, ასევე შტამების გენომის სრული გაშიფვრისას.

კვლევის ავტორის, მოლეკულური ბიოლოგის ანა ვანკეერბერგენის (Anne Vankeerberghen) განცხადებით, ეს ორივე ვარიანტი ბელგიაში ცირკულირებდა 2021 წლის თებერვალ-მარტში, ამიტომ ხანდაზმული ქალბატონი დასნებოვნდა ორი სხვადასხვა ადამიანიდან ორი სხვადასხვა შტამით.

"დღემდე სამედიცინო ლიტერატურაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევის შესახებ პუბლიკაცია, თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი შემთხვევები ხშირი იყოს. უბრალოდ მათი გამოყოფა ვერ ხერხდება პროცესის სირთულისა და ხარჯიანობის გამო"-განაცხადა ვანკეერბერგენმა.