90 წლის ბელგიელი ქალბატონი ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით დასნებოვნდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

90 წლის ბელგიელი ქალბატონი ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით დასნებოვნდა

90 წლის ბელგიელი ქალბატონი ერთდროულად კორონავირუსის ორი შტამით დასნებოვნდა
2021 წლის 3 მარტს, 90 წლის ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს პანდემიის მორიგ სერიასთან დაკავშირებით.
ხანდაზმული ქალბატონი მარტო ცხოვრობდა და არ იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ვაქცინირებული. იმავე დღეს გაუკეთდა კოვიდზე ტესტი, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.

თავდაპირველად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მალევე დაეწყო სუნთქვის პრობლემები და ხუთი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

სასუნთქი გზების გამონადენის ნიმუშის PCR-ანალიზმა აჩვენა, რომ ის ინფიცირებული იყო ერთდროულად ვირუსის ორი სხვადასხვა ვარიანტით- ალფა ("ბრიტანული") და ბეტა ("სამხრეთაფრიკული") შტამებით.

ვირუსის ორივე ვარიანტის არსებობა დადასტურდა ნახველის მეორე ნიმუშის ტესტირებისას, ასევე შტამების გენომის სრული
გაშიფვრისას.

კვლევის ავტორის, მოლეკულური ბიოლოგის ანა ვანკეერბერგენის (Anne Vankeerberghen) განცხადებით, ეს ორივე ვარიანტი ბელგიაში ცირკულირებდა 2021 წლის თებერვალ-მარტში, ამიტომ ხანდაზმული ქალბატონი დასნებოვნდა ორი სხვადასხვა ადამიანიდან ორი სხვადასხვა შტამით.

"დღემდე სამედიცინო ლიტერატურაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევის შესახებ პუბლიკაცია, თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ასეთი შემთხვევები ხშირი იყოს.
უბრალოდ მათი გამოყოფა ვერ ხერხდება პროცესის სირთულისა და ხარჯიანობის გამო"-განაცხადა ვანკეერბერგენმა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად