T-ლიმფოციტების ყველაზე მაღალი პასუხი ასტრაზენეკას შემდეგ პფაიზერით ვაქცინაციის ჯგუფში დაფიქსირდა - რა შედეგები აჩვენა კომბინირებულმა ვაქცინაციამ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

T-ლიმფოციტების ყველაზე მაღალი პასუხი ასტრაზენეკას შემდეგ პფაიზერით ვაქცინაციის ჯგუფში დაფიქსირდა - რა შედეგები აჩვენა კომბინირებულმა ვაქცინაციამ

ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში ასეთ ინფორმაციას აქვეყნებს:

ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯგუფმა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა ვაქცინების კომბინირების კვლევის პირველადი შედეგი, რომელიც ეხებოდა იგივე ვაქცინით ან ორი ვაქცინის (პფაიზერ-ბიონტექის და ასტრაზენეკა-ოქსფორდის) კომბინაციით 4-კვირიანი ინტერვალით მიღებული მონაცემების შედარებას, რომელიც ჯერ არ არის რეცენზირებული.

  • მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ პფაიზერ-ბიონტექის და ასტრაზენეკა-ოქსფორდის ვაქცინების კომბინაცია ეფექტურია.

  • 4-კვირიანი ინტერვალით ვაქცინირებისას ანტისხეულების პასუხის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ორჯერადად პფაიზერ-ბიონტექით ვაქცინაციის ჯგუფში, ხოლო T-ლიმფოციტების ყველაზე მაღალი პასუხი - ასტრაზენეკას შემდეგ პფაიზერით ვაქცინაციის ჯგუფში. თუმცა დეტალები არ იყო გამოცხადებული.

  • აღსანიშნავია, რომ მომავალში გამოქვეყნდება შედეგები ვაქცინების დოზებს შორის 12-კვირიან ინტერვალზეც, რაც სტანდარტია ბრიტანეთში ასტრაზენეკას ვაქცინის შემთხვევაში  (8-12 კვირა).

  • ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო ოფიცრის მოადგილემ ჯონათან ვან-ტამმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ ცვლის და აგრძელებს მიღებული რეჟიმებით ერთიდაიგივე ვაქცინით ორჯერად ვაქცინაციას, რამაც ათეულ ათასობით სიცოცხლე გადაარჩინა. მან აღნიშნა, რომ ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ვაქცინის მიწოდება ფერხდება და დგება ჩანაცვლების საჭიროება, ასევე კონკრეტული ვაქცინის მიმართ ალერგიის შე,თხვევაში.

ადრე დადასტურებულ იქნა ამ ორი ვაქცინის კომბინირების უსაფრთხოება, თუმცა აღინიშნა, რომ გვერდითი ეფექტების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს.