რითია საყურადღებო კორონავირუსის ინდური შტამი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რითია საყურადღებო კორონავირუსის ინდური შტამი?

უფრო გადამდებს და იმუნური პასუხისადმი მდგრადს ხდის E484Q და L452ღ მუტაციები. ჯერჯერობით აღნიშნული მუტაციები არ გვხვდება მაგალითად, ბრიტანულ, სამხრეთაფრიკულ და ბრაზილიურ შტამებში. ექსპერტების ვარაუდით, ამ ვარიანტის მესამე P681ღ მუტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსის "გაძლიერებული გადაცემა".

რა სიმპტომები ახასიათებს ინდურ ვარიანტს?

კორონავირუსული ინფექციის ინდური ვარიანტის სიმპტომები უმრავლესობაში ვლინდება ატიპურად და შესაბამისად ადამიანებს შეცდომით მიაჩნიათ, რომ

COVID-19-ით არ არიან დასნებოვნებულები. მაგალითად, არ კარგავენ ყნოსვას, ხოლო კუჭ-ნაწლავის სიმპტომები შესაძლებელია ჰგავდეს მოწამვლას.

დიდი ბრიტანეთში, სადაც "დელტა" შტამი დომინირებს და სწრაფად ვრცელდება, COVID-19 -ით დაავადებულები უჩივიან თავის, ყელის ტკივილს, მომატებულ ტემპერატურას, ხველასა და სურდოს. ახალგაზრდა და ჯანმრთელმა ადამიანებმა შესაძლებელია ინდური შტამით დასნებოვნება შეცდომით გაციებად ჩათვალონ.

რატომ აშინებს ყველას ინდური შტამი?

ამის ძირითადი მიზეზია - გავრცელების სიჩქარე და ახალი სიმპტომები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის შტამების გავრცელების შეჩერება, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რამდენად დაგვიცავს ვაქცინაცია აღნიშნული შტამისგან?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს დაველოდოთ უფრო დეტალური კვლევების შედეგებს. როგორც ორგანიზაციის ექსპერტი მარია ვან კერკჰოვე აღნიშნავს- "ჯერჯერობით არაფერი გვაქვს სათქმელი იმისათვის, რომ ჩვენი დიაგნოსტიკის საშუალებები, მედიკამენტები და ვაქცინები არ მოქმედებს".