ეკატერინე ტიკარაძე ჯარიმების ჩამოწერაზე - ეს არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეკატერინე ტიკარაძე ჯარიმების ჩამოწერაზე - ეს არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული

ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გაზრდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კოვიდჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარიმო სანქციების ამნისტია მომხდარიყო.

„ეს გადაწყვეტილება მიიღება გუნდური გადაწყვეტილებით. შესაბამისად, საბჭოზე იყო განხილული ამ გადაწყვეტილების ეფექტურობა და საბჭომ ერთობლივად ჩათვალა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ეტაპისთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის ისევე, როგორც კერძო სექტორისთვის გარკვეულ შეღავათებთან ერთად მომხდარიყო საჯარიმო სანქციების ამნისტია.

არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა. აქედან გამომდინარე, ეს ნამდვილად არ არის წინასაარჩევნო გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების მეტი შეღავათებისთვის და კეთილგანწყობისთვის გაკეთებული ის გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვაკვირდებით თუ რამდენად მოტივირებული არის მთავრობა, რომ ავწიოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად ვითანამშრომლოთ კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა საჯარიმო და დასჯითი სანქციები, არამედ ეფექტური მართვა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების - იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.