როგორი შეიძლება იყოს კორონავირუსის შედეგები - რას გვაჩვენებს სტატისტიკა და კვლევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი შეიძლება იყოს კორონავირუსის შედეგები - რას გვაჩვენებს სტატისტიკა და კვლევები

სიმპტომები თვეების განმავლობაში ნარჩუნდება. ექიმები ამას სხვადასხვა სახელწოდებას უწოდებენ- პოსტკოვიდური სინდრომი, ქრონიკული კოვიდი, გახანგრძლივებული კივოდი (Lონგ-ჩოვიდ). ის ვითარდება დაავადებაგადატანილთა 10–30% -ში, უფრო ხშირად ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

პოსტკოვიდური სინდრომისას, ორგანიზმში აღარ არის ვირუსი, მაგრამ სიმპტომები რჩება. მეცნიერები ამას ხსნიან ვირუსზე იმუნური პასუხის შედეგებით, ანთების განვითარებითა და სისხლის შედედების სისტემის დარღვევით.

ჩვეულებრივ, სინდრომი ვლინდება ქოშინით და სისუსტით, შეიძლება თან დაერთოს ხველა, გულმკერდის მიდამოს, სახსრების და კუნთების ტკივილი, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა. ჯერჯერობით არაა ცნობილი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა.

მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერების სტატიის თანახმად კოვიდით ჰოსპიტალიზებული ადამიანების 20–30%, გამოჯანმრთელების შემდეგ აღმოუჩინეს გულის დაზიანების ნიშნები. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ეს ცვლილებები არ ვლინდება სიმპტომების სახით, თუმცა ზრდის გულის უკმარისობის რისკს, მომავალში.

ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ დაავადების გადატანიდან სამი თვის შემდეგაც კი, პაციენტების უმრავლესობას აღენიშნებოდა ფილტვის ფიბროზის სიმპტომები და რენტგენოლოგიური ნიშნები. ამ შემთხვევაში ფილტვებში წარმოიქმნება ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც ანაცვლებს ნორმალურ ქსოვილს. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დარღვევა. შეიძლება თვეები დასჭირდეს ფილტვის ფუნქციების აღდგენას.

კორონავირუსულმა ინფექციამ შეიძლება დააზიანოს თირკმელები. არსებობს ვერსია, რომ თირკმელებში ხვდება თავად ვირუსი ან შეიძლება ეს იყოს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის შედეგი, ან ორგანიზმის ზედმეტად ძლიერი იმუნური პასუხი ვირუსზე. ჯერჯერობით არაა ცნობილი რამდენად დამაზიანებელი და ხანგრძლივი იქნება ეს შედეგები.

კორონავირუსული ინფექციის ყველაზე ხშირ გართულებად რჩება ყნოსვის, გემოს დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. უფრო იშვიათად აღინიშნება ინსულტი და გიიენ-ბარის სინდრომი, რომელიც დროებით დამბლას იწვევს.

კოვიდი ასევე ზრდის პარკინსონისა და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს.

კოვიდის მძიმე სიმპტომებისას, ხშირად ადამიანებს სჭირდებათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, რაც ზრდის პოსტტრავმული სტრესული მოშლილობის, დეპრესიისა და შფოთვის განვითარების რისკს.

ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ასევე ზრდის დეპრესიისა და ანორექსიის რისკს.

კვლევების თანახმად, პანდემიის გამო, ბევრი უჩივის სტრესს, შფოთვას, დეპრესიასა და ძილის დარღვევას. ამას ხელს უწყობს არა მარტო დაავადება, არამედ თანმხლები ფაქტორები, როგორიცაა ხანგრძლივი იზოლაცია, სამსახურის დაკარგვა და ახლობელი ადამიანების გარდაცვალება.

კოვიდი იწევს ჰიპერკოგულაციას, რის შედეგადაც წარმოიქმნება თრომბი და შეიძლება მოახდინოს მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის და სხვა ორგანოების დაზიანების პროვოცირება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კოვიდის დროს ხდება მიკროთრომბების წარმოქმნის პროვოცირება, რომელიც ახშობს გულის წვრილი არტერიებს და იწვევს მიოკარდიტს- გულის კუნთის ანთებას.

იშვიათად, კოვიდი იწვევს მულტისისტემურ ანთებით სინდრომს, რაც ბოლომდე არაა შესწავლილი. იგი ვითარდება კორონავირუსის საპასუხო არანორმალური იმუნური პასუხის შედეგად. სინდრომი ვლინდება ცხელებით, მუცლის ტკივილით, დიარეით, ღებინებითა და გულისრევით, ხელებისა და ფეხების შეშუპებით. ჯერჯერობით ცნობილი არაა რამდენ ხანს გრძელდება დაავადება და როგორია მომავალში მისი შედეგები.

კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო გასულ წელს და მედიკოსებმა ჯერჯერობით არ იციან მისი შორეული შედეგები როგორი იქნება. ამიტომ კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში, მუდმივად აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობა და პერიოდულად ჩაიტარეთ სამედიცინო შემოწმება.