ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება

ესპანეთში პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება
ესპანეთში მომავალი კვირიდან პირბადის გამოყენება ღია სივრცეში სავალდებულო აღარ იქნება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.
„მომავალი კვირის ხუთშაბათს მთავრობის სპეციალურ სხდომას გავმართავთ და ესპანეთის საზოგადოებას განვუცხადებთ, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება 26 ივნისიდან სავალდებულო აღარ იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

ესპანეთში ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება 2020 წლის მაისიდანაა სავალდებულო, თუმცა ამ მხრივ გამონაკლისი დაიშვება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების მქონე პირებისთვის, ვისთვისაც პირბადის გამოყენება რთული, ან სახიფათოა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით ესპანეთში, სადაც
დაახლოებით 47 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის ვაქცინების ორივე დოზა 13.6 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული. ქვეყანაში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირების 3 753 228 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 80 635 ადამიანი.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ხომ არ უშლის კოვიდის ვაქცინას რაიმე სხვა მედიკამენტი ხელს და ხომ არ არის კოვიდ-ვაქცინები სახიფათო რომელიმე პრეპარატით მკურნალობის დროს?
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად