ჰანს კლუგე - „დელტა“ ვარიანტის სწრაფად გავრცელება ნიშნავს, რომ ვირუსი ჯერ კიდევ ფლობს უპირატესობას
”ის ფაქტი, რომ „დელტა“ ვარიანტი სწრაფად ვრცელდება ნიშნავს, რომ ვირუსს ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა. ასე რომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ დიდ, მასობრივ ღონისძიებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თუ მას პირბადეების გარეშე მყოფი ადამიანები ესწრებიან,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, ევროპაში ვითარება გაუმჯობესდა, ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის ახალი შემთხვევები შემცირდა, მაგრამ პანდემია ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დამარცხებული.
„ტყიდან ჯერ კიდევ არ გავსულვართ. მესმის, რომ არავის სურს კიდევ ერთი ზაფხულის დათმობა, მაგრამ ამისთვის კიდევ ერთი ჩაკეტილი ზამთრით გადახდამ არ უნდა მოგვიწიოს,“ - აღნიშნა კლუგემ.