თენგიზ ცერცვაძე - „გილიადმა“ 10 000 კოლოფი „რემდესივირის“ მოწოდების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თენგიზ ცერცვაძე - „გილიადმა“ 10 000 კოლოფი „რემდესივირის“ მოწოდების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, კომპანია „გილიადმა“ გამონაკლისის სახით მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ამერიკული წარმოების მედიკამენტი მოეწოდებინა.

„კომპანია „გილიადმა“ გამონაკლისის სახით 10 000 კოლოფი „რემდესივირის“ თანაც არა ინდური წარმოების, არამედ ამერიკული წარმოების, ორიგინალის მოწოდების გადაწყვეტილება მიიღო. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ჩვენ გვქონდა 4000 კოლოფი „რემდესივირი“ ადრე შემოტანილი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით იყო გამოყენებული. ყველა კლინიკა, ვინც იყენებდა „რემდესივირს“ ერთხმად აღნიშნავს, რომ ის იყო ადრეულ სტადიაზე გამოყენებული და არა უკვე რეანიმაციაში მოხვედრილ და არა ინტუბირებულ ავადმყოფებზე და ის ცალსახად ამცირებდა დაავადების დამძიმების რისკებს, ამცირებდა ჰოსპიტალიზაციის დროს და საერთოდ, ის დადებითად მოქმედებდა დაავადების მიმდინარეობაზე. სამწუხაროდ, ვაი ექსპერტების გავლენის ქვეშ, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ „რემდესივირის“ შემოტანა, რჩებიან ნაწილი ექიმების და კლინიკების. მხოლოდ 27 კლინიკა იყენებდა „რემდესივირის“ იმ პარტიას, რომელიც იყო შემოტანილი, რაც მიმაჩნია, რომ იყო სერიოზული შეცდომა და ხელს არ უწყობდა მკურნალობისა და გამოსავლების ოპტიმიზაციას. იმ კლინიკებში, სადაც „რემდესივირი“ გამოიყენებოდა, გაცილებით უფრო მეტად იყო გამოხატული პოზიტიური შედეგები“, - განაცხადა ცერცვაძე.