ვინ არის ის 12 ადამიანი, რომელიც ანტივაქცინურ პროპაგანდას უდგას სათავეში და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ არის ის 12 ადამიანი, რომელიც ანტივაქცინურ პროპაგანდას უდგას სათავეში და შეთქმულების თეორიებს ავრცელებს

მითების უმრავლესობა, ასე თუ ისე, საწყისს იღებს 12 მსხვილი პროპაგანდისტისგან.

Covid-19-ის ვაქცინაციას შეუძლია არა მარტო ადამიანების სიცოცხლის, არამედ მსოფლიო ეკონომიკის გადარჩენა, რამეთუ შეაჩერებს პანდემიას. როგორც ცნობილია, ამას ეწინააღმდეგება ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომლებიც ვაქცინაციას უნდობლობას უცხადებენ.

ციფრული სიძულვილის საწინააღმდეგო ცენტრის (დიდი ბრიტანეთი) და Anti-Vax Watch მკვლევარებმა გაანალიზეს Facebook-სა და Twitter-ზე 2021 წლის 1 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით გამოქვეყნებული 812 ათასზე მეტი შეტყობინება. აღმოჩნდა, რომ პოსტების უმრავლესობა მოდიოდა 12 ადამიანისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციებიდან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე არსებული ცრუ ინფორმაციისა და ანტივაქცინური პროპაგანდის 65%-ზე პასუხისმგებლები სწორედ ისინი არიან. მათი აუდიტორია მოიცავს 59 მილიონზე მეტ ადამიანს, რაც აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, ყველაზე მსხვილ პლატფორმას წარმოადგენს მთელს მსოფლიოში. სპეციალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ არც ერთ ამ ადამიანს არ გააჩნია შესაბამისი სამედიცინო გამოცდილება.

მკვლევარებმა ჩამოთვალეს მათი სახელები: ჯოზეფ მერკოლი, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი, ტაი და შარლინ ბოლინჯერები (ერთი ორგანიზაციის სახით გაერთიანებულები), შერი ტენპენი, რიცუ ისლამი, რაშიდა ბატარი, ერინ ელიზაბეტი, სეიერ ჯი, კელი ბროგანი, კრისტიან ნორტრაპი, ბენ ტაპერი და კევინ ჯენკინსი.

არ არის აუცილებელი, ადამიანი იყოს ზემოთ ჩამოთვლილთა ექაუნთის გამომწერი. სოციალურ ქსელებში მოხვედრილი ანტივაქცინური პროპაგანდის უმეტესობა, სწორედ მათგან მოდის. ისინი მართავენ ორგანიზაციებს, რომელთაგან თითოეულს ჰყავს 60-მდე თანამშრომელი. ასევე აწარმოებენ აქტივისტებისათვის სასწავლო ლიტერატურას, ახორციელებენ სხვადასხვა აუდიტორიისთვის საკუთარი შეტყობინებების ადაპტირებას, მართავენ შეხვედრებსა და საერთაშორისო კონფერენციის მსგავს ფორუმებს.