თამარ გაბუნიას განცხადებით, 16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება მზად არის, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნიას განცხადებით, 16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება მზად არის, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთოს

16 ჰოსპიტალი და 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება მზად არის, რომ ვაქცინაციის პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთოს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდე ბრიფინგზე განმარტა, უკვე მიმდინარეობს მუშაობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვაქცინაციისთვის უფრო დიდი ცენტრების მოწყობაზე.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დამატებით 16 ჰოსპიტალი და ასევე, თბილისში 15 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება მზად არის იმისთვის, რომ პროგრამაში ეტაპობრივად ჩაერთოს. სამედიცინო დაწესებულებებს მიმდინარე პერიოდში დიდი დატვირთვა ჰქონდათ კოვიდის შემთხვევების მატებიდან გამომდინარე და მათ დამატებითი ფუნქციის თავის თავზე აღება უჭირდათ, მაგრამ ახლა კარგია ის, რომ კოვიდის დატვირთვა ეტაპობრივად მცირდება და მათ გამოხატეს მზაობა ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება თბილისს, რომ დამატებითი ადგილები გაჩნდეს და გარდა ამისა, უკვე მიდის მუშაობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვაქცინაციის უფრო დიდი ცენტრების მოწყობაზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გაუწევს მეთვალყურეობას და იქ უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტები მაქსიმალურად იქნება დაცული“,-განაცხადა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, ამჟამად 184 ბრიგადა მუშაობს ჯამურად, 6 დღისა და 8 საათიანი დატვირთვით.

„ჩვენ დამატებით კიდევ გვჭირდება 195 ბრიგადა იმისთვის, რომ 60%-იანი მოცვა გავაკეთოთ მომევნო თვეების განმავლობაში“, - აღნიშნა გაბუნიამ.