ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აქტიური ვაქცინაცია ახალი შტამების გავრცელების რისკს შეამცირებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აქტიური ვაქცინაცია ახალი შტამების გავრცელების რისკს შეამცირებს

აუცილებელია COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციით მოსახლეობის არანაკლებ 80%-ის მოცვა. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს კორონავირუსის ე.წ. "შეტანის" შემთხვევებს, მათ შორის ახალ შტამების, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პანდემიის აფეთქება.

რაიანის განცხადებით "ვაქცინაციის მოცულობის მაღალი დონე წარმოადგენს ამ პანდემიიდან გამოსავალს". ბევრი უზრუნველყოფილი ქვეყანა უკვე იწყებს მოზარდებისა და ბავშვების აცრას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები იძულებულები არიან ვაქცინები გაუნაწილონ უფრო ღარიბ სახელმწიფოებს.

დიდი ბრიტანეთში, სადაც აქტიური ვაქცინაციის წყალობით, კორონავირუსით დასნებოვნების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა, უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება ინდოეთში აღმოჩენილი "დელტა-ვარიანტთან" დაკავშირებული შემთხვევების ზრდა.

რაიანმა აღნიშნა, რომ მეცნიერებისთვის ჯერჯერობით ნათელი არ არის, მოსახლეობის ზუსტად რამდენი პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული, ვირუსის გადაცემის სრული ნეიტრალიზაციისათვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის COVID-19-ის ტექნიკური ხელმძღვანელი მარია ვან კერხოვის განცხადებით, დელტა-ვარიანტი გავრცელებულია 60-ზე მეტ ქვეყანაში და უფრო კონტაგიოზურია, ვიდრე ბრიტანეთში პირველად გამოჩენილი ალფა-ვარიანტი. მისი თქმით, დღეისათვის ბევრ ქვეყანაში აღინიშნება ვირუსის გადაცემის სახიფათო ტენდენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებისა და სოციალური დისტანცირების შესუსტება. მან ასევე ისაუბრა ვაქცინების არათანაბარი და არასამართლიანი განაწილების შესახებ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი განვითარებული ქვეყნების, G-7-ის ("დიდი შვიდეული") ლიდერებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაეროს პროგრამას- განვითარებად ქვეყნებში ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაფართოებასთან დაკავშირებით.