როგორ ვლინდება და როგორ მკურნალობენ აივ/ინფექციას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვლინდება და როგორ მკურნალობენ აივ/ინფექციას

- უშუალოდ ინფიცირებისას და ინფიცირებიდან მოკლე ხანში დაავადების სპეციფიკური კლინიკური ნიშნები არ ვლინდება.

შესაძლოა, თავი იჩინოს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისთვის - ე.წ. გაციებისათვის - დამახასიათებელმა სიმპტომატიკამ.

დაავადების კლინიკური სიმპტომები კი, როგორც აღვნიშნეთ, წლების შემდეგ ვლინდება.

შიდსის გამოვლინება შეიძლება იყოს:

გახანგრძლივებული ცხელება;

  • პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც ცუდად ემორჩილება მკურნალობას;

  • ხანგრძლივი ფაღარათი;

  • სხვადასხვა ლოკალიზაციის სოკოვანი ინფექცია.

როდესაც ეს სიმპტომები გამოაჩნდება პირს, რომელიც შიდსით დაავადების რისკჯგუფს ეკუთვნის (ნარკომანები, ჰომოსექსუალები, მეძავები), აუცილებელია ჩატარდეს გამოკვლევა შიდსის გამოსარიცხად. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა აღნიშნული კვლევა საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში ჩატარდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე.

დაავადების მომდევნო ეტაპებზე თავს იჩენს სხვადასხვა ვირუსული ინფექცია, სებორეული დერმატიტი, ტუბერკულოზი, სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები, თავის ტვინის ლიმფომა, კაპოშის სარკომა და სხვა. საზოგადოდ, შიდსის კლინიკური სურათი მეტად მრავალფეროვანია. შიდსით დაავადებულს ღრმა იმუნოდეფიციტის ფონზე შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექცია და სიმსივნე, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე ერთნაირი არ არის. ყველაზე ხშირად ვითარდება ე. წ. ოპორტუნისტული ინფექციები და ის სიმსივნეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასოცირებულია ვირუსებთან.

- რა სირთულე ახლავს შიდსის მკურნალობას?

- შიდსის მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია რეჟიმის დაცვა. კერძოდ, აუცილებელია შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატების ყოველდღიური მიღება. არამც და არამც არ შეიძლება მკურნალობის რეჟიმის დარღვევა, ზოგიერთ დღეს პრეპარატების მიღებაზე უარის თქმა. ეს დეტალები ყველა პაციენტს განემარტება მკურნალობის დაწყების წინ, მათთან ტარდება სათანადო საგანმანათლებლო მუშაობა.

მკურნალობის დაწყების შემდეგ დამყოლობის მონიტორინგი პაციენტის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ჩვენთან საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება. მკურნალობის რეჟიმის დარღვევა შეიძლება შიდსის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის ერთ-ერთ მიზეზად იქცეს, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ ეს ფაქტორი არ განსაზღვრავს რეზისტენტობას მკურნალობის მიმართ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიც.

- როგორია ამჟამად შიდსით დაავადებულის სიცოცხლის ხანგრძლივობა?

- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩატარებულია საკმაოდ ფართო გამოკვლევა, რომელმაც რამდენიმე ათეული ქვეყანა მოიცვა. არსებული მონაცემებით, ადამიანს, რომელსაც შიდსის დიაგნოზი 25 წლის ასაკში დაუსვეს, შეუძლია საშუალოდ კიდევ 53 წელი იცოცხლოს.

საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ "შიდსი დაბერდა". შიდსით დაავადებულთა სიკვდილის მიზეზების საქართველოში ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ თუ 2005 წლამდე სიკვდილი უშუალოდ შიდსით გამოწვეულ დაავადებებთან იყო დაკავშირებული, ამჟამად წინა პლანზეა ღვიძლის ტერმინალური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთაც არ აქვთ უშუალო კავშირი შიდსთან.

უკანასკნელთა შორის უნდა აღინიშნოს ც ჰეპატიტი, რომლის მაღალ მაჩვენებელსაც შიდსით დაავადებულთა შორის განაპირობებს ინტრავენური ნარკოტიკების მოხმარების მაღალი სიხშირე.

წაიკითხეთ სრულად