ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ივლისიდან „ამცრელი სივრცეები“ ჩამოყალიბდეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ივლისიდან „ამცრელი სივრცეები“ ჩამოყალიბდეს

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ივლისიდან „ამცრელი სივრცეები“ ჩამოყალიბდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ივლისიდან „ამცრელი სივრცეები“ ჩამოყალიბდეს.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მოსახლეობის აცრა მოხდება დიდ სივრცეებში, მათ შორის პავილიონებში, მოლებში და სპორტულ დაწესებულებებში.

„ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო. კარვებზე საუბარი არ არის, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზეა, მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ
„ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ „ჰუალინგის ცენტრთან“, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ იყოს ამ ტიპის ცენტრები გაშლილი. ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს იქნება როგორც ონლაინ დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებით“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.
მედიკოსები მოგვიწოდებენ რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ საქართველოში მომავალი ორი დღის განმავლობაში შემოვა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად