თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პირთაგან ჰოსპიტალში 3333 ადამიანი იმყოფება.

როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 201 ადამიანი, 731 პირს კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობა ესაჭიროება.

გაბუნიამ ასევე ისაუბრა ვაქცინაციის პროგრამაზე. მისი განცხადებით, ვაქცინის ორი დოზით ჯამურად 50 000-ზე მეტი მოქალაქე აიცრა.

„ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ესენციურ ჯგუფებში, ასევე მოქალაქეებში. „სინოფარმის“ მეორე დოზებით ხდება ვაქცინაცია და „სინოვაკის“ პირველი დოზებით, ასევე რამდენიმე დღეში იგეგმება „სინოვაკის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია. ჯამურად,
ორივე დოზით უკვე ვაქცინირებულია 50 000-ზე მეტი მოქალაქე და 130 000-მდე მოქალაქე არის ერთი დოზით ვაქცინირებული. პროგრამა რა თქმა უნდა, გაგრძელდება, ისევე როგორც მიმდინარეობს ამჟამად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.
მედიკოსები მოგვიწოდებენ რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ საქართველოში მომავალი ორი დღის განმავლობაში შემოვა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად