WSJ - აშშ-ის ანგარიში კოვიდ 19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას არ გამორიცხავს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

WSJ - აშშ-ის ანგარიში კოვიდ 19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას არ გამორიცხავს

WSJ - აშშ-ის ანგარიში კოვიდ 19-ის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას არ გამორიცხავს
აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ჰიპოთეზა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსმა უხანის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა, სარწმუნოა და შემდგომ გამოკვლევას იმსახურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი იმ ადამიანებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებისთვისაც დოკუმენტის შინაარსი ცნობილია.

გამოცემის ცნობით, კვლევა, რომელიც 2020 წლის მაისში კალიფორნიის ლოურენს ლივერმორის ეროვნულმა ლაბორატორიამ მოამზადა, კოვიდ 19-ის ვირუსის გენომურ ანალიზს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები კორონავირუსის წარმოშობის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ: პირველი, ვირუსი ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად წარმოიშვა და მეორე, ის
ადამიანს რომელიღაც ცხოველისგან გადაედო. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ საიდუმლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ უხანის ლაბორატორიის სამი მკვლევარი 2019 წლის ნოემბერში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე გრიპის მსგავსი დაავადებით ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვან
ეს. ამასთან, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, იყო თუ არა ეს დაავადება კოვიდ 19.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.
მედიკოსები მოგვიწოდებენ რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ საქართველოში მომავალი ორი დღის განმავლობაში შემოვა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად