რატომ შეიძლება დაემართოთ კოვიდი სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს
- ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გამანეიტრალებელი ანტისხეულების (უჯრედში ვირუსის შეღწევის ბლოკირების უნარის მქონე ანტისხეულები) დაბალ დონესთან. განსაკუთრებით ხშირად ასეთი ეფექტი აღინიშნება ხანდაზმულ ადამიანებში, რადგანაც ასაკთან ერთად, იმუნური სისტემის აქტივობა ქვეითდება.
- კორონავირუსის ახალი ვარიანტები, რომლებიც ნაკლებად ეფექტურად ნეიტრლიზდება იმუნური სისტემის მიერ. საქმე ისაა, რომ მუტაციამ შეიძლება შეცვალოს ვირუსული ნაწილაკების ის უბნები, რომელთაც "ცნობენ" ანტისხეულები და Т-უჯრედები. მართალია ამ ინფორმაციის მეცნიერული დადასტურება ჯერჯერობით არ არსეობობს, თუმცა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში ჩნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად ინდოეთში აქტიურად გავრცელებული ახალი შტამი უფრო გადამდებია და შეიძლება გამოვლინდეს უკვე ვაქცინირებულ ადამიანებშიდაც.
მიუხედავად იმისა, რომ დასნებოვნებისაგან სრულ, 100%-იან დაცვას ვაქცინაც კი ვერ ახერხებს, მნიშვნელოვანია, რომ ის გვიცავს კოვიდის მძიმე ფორმების განვითარებისაგან. ამიტომ ვაქცინირება ყველასათვის აუცილებელია.