რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იკრძალება ვაქცინაციის შემდეგ, რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და დასაშვებია თუ არა ყავა, ალკოჰოლი, სოლარიუმი... - ალერგოლოგის პასუხები საინტერესო შეკითხვებზე

ადამიანების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, გაიკეთებს თუ არა აცრას, პირბადე უნდა მოიხსნას და იმ წუთიდან ვირუსისგან უკვე დაცულია, ანუ აცრილ ადამიანს რამდენ ხანში იცავს ვაქცინა?

- ვაქცინა იმუნურ სისტემას ანტისხეულების გამომუშავებას აიძულებს მომავალში დაავადებისგან დაცვის მიზნით. ანტისხეულების გამომუშავებას დრო სჭირდება. ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში, თუ ჯერ არ ჩაგიტარებიათ მეორე დოზით აცრა, ან თუ ერთდოზიანი ვაქცინის გამოყენების შემდეგ ორ კვირაზე ნაკლებია გასული, სრულად არ ხართ დაცული. ამიტომ, უნდა გააგრძელოთ ყველა პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენება სრულად აცრიდან ანუ საბოლოო დოზიდან კიდევ 2 კვირის მანძილზე. თუკი ადამიანს აქვს იმუნოდეფიციტური მდგომარეობა ან იღებს მედიკამენტებს, რომლებიც ასუსტებს იმუნურ სისტემას, შეიძლება, ვაქცინაციის შემთხვევაშიც არ იყოს სრულად დაცული და ვაქცინაციის შემდეგაც დასჭირდეს ყველა სიფრთხილის ზომების დაცვა.

- აცრა ხომ არ აქვეითებს იმუნურ სისტემას?

- COVID-19 ვაქცინები ჩვენს ორგანიზმს ხელს უწყობს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, რომელიც COVID-19-ს იწვევს, დაავადების გადატანის გარეშე. სხვადასხვა ტიპის ვაქცინა სხვადასხვანაირად „მუშაობს“. თუმცა ყველა მათგანი ორგანიზმს უტოვებს "მეხსიერების" T- ლიმფოციტებისა და B - ლიმფოციტების მარაგს, რომლებიც იმახსოვრებენ სამომავლოდ როგორ ებრძოლონ ამ ვირუსს. მოკლედ, რომ ვთქვათ, ვაქცინები გამოიმუშავებენ ანტისხეულებს მხოლოდ კონკრეტული დაავადებების წინააღმდეგ და არ ასუსტებენ იმუნურ სისტემას.

- კოვიდგადატანილი რამდენი ხნის მერე უნდა აიცრას, ანუ აცრა მისთვის სასურველი როდის არის?

- COVID-19-ისგან განკურნებული ადამიანი ვაქცინაციას საჭიროებს, რადგან ჩვენ ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს იცავს მას დაავადების შედეგად განვითრებული ბუნებრივი იმუნიტეტი. შედარებით იშვიათად, თუმცა მაინც ფიქსირდება რეინფიცირების შემთხვევები. ამიტომ, ვაქცინაცია დაავადების გადატანის შემდეგ არის უფრო საიმედო დაცვა. საქართველოში COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში მისი საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია გამოჯანმრთელებიდან 120 დღის შემდეგ. ზოგადად რეკომენდებულია, რაც შეიძლება დროული აცრა, ყველაზე ადრე სიმპტომების არ ქონის შემთხვევაში, დაავადებიდან 2 კვირის შემდეგ. თუკი პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა მონოკლონალური ანტისხეულებით ან პლაზმით, ასეთ შემთხვევაში, ვაქცინაცია არ არის საჭირო გამოჯანმრთელბიდან 90 დღეზე ადრე. უმეტესწილად, სხადასხვა ქვეყნის რეგულაციების მიხედვით, ვაქცინაცია ნებადართულია დაავადების დადასტურებიდან 90 დღეში. ეს უფრო დაკავშირებულია ვაქცინების შეზღუდულ რაოდენობასთან, რომ პირველ რიგში ვაქცინა შეხვდეს იმ ადამიანს, ვისაც საერთოდ არ აქვს იმუნიტეტი COVID-19-ის წინააღმდეგ.

- როგორც გვეუბნებიან, ვაქცინირებულს შეიძლება კოვიდი მაინც შეხვდეს, მაგრამ ორგანიზმი მას ადვილად დაძლევს და ლეტალური გამოსავალიც ასეთ დროს თითქმის 0-ია.

- თუკი ადამიანი არ არის სრულად ვაქცინირებული (ორდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში არ აქვს ორივე დოზა გაკეთებული) ან მეორე დოზიდან არ გასულა მინიმუმ 2 კვირა და ის არ იცავს საპროფილაქტიკო წესებს, მისი დაინფიცირების შანსი დიდია. სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა დაცვა აქვს პროცენტულად დაინფიცირებისგან ან მძიმე დაავადებების განვითარებისგან. თუმცა ამ მაჩვენებლებს შორის არ არის ძალიან დიდი სხვაობა და უმეტეს შემთხვევაში ვაქცინირებულ ადამიანებს დაავადების მძიმე ფორმა, რასაც ისინი ლეტალურ შედეგამდე მიჰყავთ, თითქმის არ უვითარდებათ. თუ სრულად ხართ აცრილი, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი COVID-19-ით გაცილებით დაბალია.

- ვაქცინირებული ადამიანი, დაინფიცირების შემთხვევაში, არის თუ არა სხვებისთვის ინფექციის გადამცემი?

- შეუძლია თუ არა ვაქცინირებულს ვირუსის გადატანა და სხვებისთვის გადაცემა, ეს ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. მზარდი მტკიცებულებების თანახმად, სრულად ვაქცინირებული ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებიან სიმპტომების გამოვლენის გარეშე (90%-ით იშვიათია ე.წ. ასიმპტომური ინფექცია) და ამიტომ პოტენციურად ნაკლებად ავრცელებენ ვირუსს, რომელიც იწვევს COVID-19-ს. ხოლო რაც შეეხება თავად ვაქცინებს, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან არც ერთი არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს, რომელიც დაავადებას იწვევს, ამიტომ არც ერთ ვაქცინას არ შეუძლია COVID-19-ის გამოწვევა.

წაიკითხეთ სრულად