სალმონელა, ლისტერია, ქოლერა... - ბაქტერიული ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სალმონელა, ლისტერია, ქოლერა... - ბაქტერიული ინფექციები

კოლი-ინფექცია

2011 წელს ამ ინფექციამ დიდი პანიკა მოიტანა ევროპის ქვეყნებში, ბრიტანეთსა და ჩრდილო ამერიკაში. დასნებოვნების ოთხიათასამდე შემთხვევა, მათ შორის 52 სიკვდილიანობა დაფიქსირდა. ბაქტერია Escherichia coli აზიანებს ნაწლავს.

ადამიანს აღენიშნება მუცლის არეში სპაზმები, შემცივნება, სიცხე. ანტიბიოტიკები ამ შემთხვევაში ეფექტური არ არის.

ინფექცია აპროვოცირებს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებას - ჰემოლიზურ ურემიულ სინდრომს, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოდის თირკმელები, მკვეთრად ეცემა სისხლში თრომბოციტების რაოდენობა. დასნებოვნების წყაროა უმი რძე, ხორცი, ხილი და ბოსტნეული.

სალმონელა

სალმონელოზით დასნებოვნება შესაძლებელია თოხლო კვერცხის, თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ქათმის ხორცის მიღებისას. ბაქტერია ცხოვრობს ფრინველის ორგანიზმში და აღწევს კვერცხშიც.

სიმპტომები ვლინდება 12-36 საათის შემდეგ. მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ძლიერი ღებინება და ფაღარათი. ხანდაზმული ადამიანებისა და ბავშვებისათვის სალმონელოზით დასნებოვნება შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს ელექტროლიტების - კალიუმის, ნატრიუმის, ქლორისა და ბიკარბონატის დაკარგვის გამო.

ყოველწლიურად, სალმონელოზით 550 მილიონი ადამიანი ავადობს, 525 ათასი ბავშვი 5 წლამდე იღუპება ინფექციური დიარეის გამო.

ლისტერია

ხუთი წლის წინ ავსტრალიაში იყო ლისტერიოზის აფეთქება. ადამიანები დასნებოვდნენ ყველისგან, რომლის მწარმოებელმა კომპანიამ სასწრაფოდ გამოითხოვა მაღაზიებიდან მთელი პარტია.

ლისტერია დაბალ ტემპერატურაზე მრავლდება და შეიძლება ცხოვრობდეს მაცივარში. გადაეცემა რბილი სახეობის ყველით, ცივად შებოლილი თევზით, ხორცით, მათ შორის ნახევარფაბრიკატებისაგან.

ინკუბაციური პერიოდი დიდხანს გრძელდება - ერთი კვირიდან სამ თვემდე. სიმპტომები ისეთივეა, როგორც სხვა საკვები ინფექციებით დასნებოვნების შემთხვევაში.

ორსულები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ამ ინფექციისადმი, რასაც მეცნიერები იმუნური სისტემის ცვლილებას უკავშირებენ. ინფექცია იწვევს ორსულობის შეწყვეტას ან მკვდრად შობადობას. ლისტერიოზი იკურნება, ნაყოფის დასნებოვნების თავიდან აცილება შესაძლებელია დროული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში.

კამპილობაქტერია

სისხლიანი დიარეა, მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, ღებინება - ის სიმპტომებია, რომელიც ამ დაავადების დროს აღინიშნება. გამოჯანმრთელების შემთხვევაში რჩება ისეთი გართულებები, როგორიცაა ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ართრიტი.

კამპილობაქტრია არის უმ რძეში, ხორცში, ფრინველსა და წყალში. ის იწვევს გასტროენტერიტს და კამპილობაქტერიოზს.

დაავადება ვითარდება 2-5 დღეში. ბაქტერია სასიკვდილოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხანდაზმულ ადამიანებსა და შიდსის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის.

ქოლერის ვიბრიონი

ბუნებამ ეს მონსტრი მდინარე განგის დელტაში შექმნა. მსოფლიოში ყოველწლიურად დასნებოვნების 4 მილიონი შემთხვევა რეგისტრირდება და მისგან 140 ათასი ადამიანი იღუპება. ბაქტერია ორგანიზმში წყლიდან აღწევს. ქოლერა იწვევს ძლიერ ღებინებას და წყლიან დიარეას.

მკურნალობის გარეშე იწვევს სრულ გაუწყლოებასა და სიკვდილს.