ნათია თურნავა - ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნათია თურნავა - ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება

ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ტურიზმის აღდგენის ტენდენცია სახეზეა და აეროპორტები სრული მასშტაბით ძალიან მალე ამოქმედდებიან.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას გავაკეთებთ და უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ პირობით თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზეა, თქვენ ხედავთ ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს. პრაქტიკულად, ყოველკვირეულად შემოგვდის განაცხადები ახალი ფრენების დაწყებაზე ან ადრე არსებული ფრენების აღდგენაზე, ძალიან კარგად დაიტვირთა ახალგარემონტებული და გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე დაბალბიუჯეტიანი კომპანია და ასევე მათი ძველი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია იწყებს პერიოდულ ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასევე, სულ მალე სრული მასშტაბით ამოქმედდება და იქაც გვაქვს განაცხადები სხვადასხვა კომპანიიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც მოიმატა ყოველკვირეულმა ფრენებმა. შემოგვდის უკვე ტურისტების ორგანიზებული ჯგუფები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ ტურიზმის სექტორი ვაქცინაციის პრიორიტეტულ სიაში შევიყვანეთ. დღეის მდგომარეობით უკვე 2000-მდე მოთხოვნა არის რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში, რომელიც ჩვენ გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს და უკვე ამ კვირიდან დაიწყება ორგანიზებული ვაქცინაცია სწორედ იმ ადამიანების, ვინც ტურიზმის სექტორშია დასაქმებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს - ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არის უსაფრთხო და ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა“, - განაცხადა თურნავამ.