COVID-19-ის თერაპიამ შეიძლება სახიფათო ინფექციის განვითარება გამოიწვიოს
საუბარია მუკორმიკოზზე. აღნიშნულ ინფექციას იწვევს გარემოში არსებული სოკოები, რომლებიც არიან ნიადაგში, მცენარეებში. მუკორმიკოზისას ფიქსირდება ცხვირსა და სასაზე ინვაზიური ნეკროზული დაზიანებები, რომლებიც იწვევს ტკივილს, ცხელებას, ორბიტალურ ცელულიტს და ცხვირიდან ჩირქოვან გამონადენს.
სოკომ შეიძლება შეაღწიოს ცხვირის დანამატებში, ტვინსა და ფილტვებში და საფრთხე შეუქმნას დიაბეტით დაავადებულებსა და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებს. მუმბაის სამი საავადმყოფოს ექიმები აღნიშნავენ აღნიშნული სოკოვანი ინფექციის 40 შემთხვევას. უმეტესობა მათგანი იყვნენ დიაბეტით დაავადებულები, რომლებიც COVID-19-ს სახლში მკურნალობდნენ.
ექსპერტების აზრით, მუკორმიკოზს იწვევს სტეროიდული საშუალებები, რომლებიც ინიშნება COVID-19-ის მძიმე ფორმის დროს. სტეროიდები ამცირებენ ფილტვებში COVID-19-ით გამოწვეულ ანთების მაჩვენებლებს. ეს ერთის მხრივ, ხელს უშლის იმუნიტეტის ანომალიურად გააქტიურებას, მეორეს მხრივ აქვეითებს იმუნურ დაცვას.