გერმანიაში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას ყველა ასაკის ზრდასრულ ადამიანს შესთავაზებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გერმანიაში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას ყველა ასაკის ზრდასრულ ადამიანს შესთავაზებენ

- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გასულ თვეში „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა მას შემდეგ, რაც აშშ-ში გამოვლენილი სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევები შეისწავლა. თუმცა, გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოიყენონ ვაქცინა, წევრმა სახელმწიფოებმა თავად უნდა მიიღონ.

იენს შპანის განცხადებით, გერმანია მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლომდე „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინის 10 მილიონამდე დოზას მიიღებს.

შეგახსენებთ, გერმანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელიც მხოლოდ 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებში გამოიყენებოდა, მალე 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი.