პოლონეთი ვაქცინების დოზების მიღების ინტერვალს ამცირებს
- ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ვაქცინაციის საკითხებში პოლონეთის მინისტრზე, მიხალ დვორჩიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მინისტრის თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი 84-დან 35 დღემდე, „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინების პირველ და მეორე დოზებს შორის კი - 42-დან 35 დღემდე შემცირდება.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული პოლონეთის მოახლეობის დაახლოებით 9.6%-ია.
პოლონეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 2 830 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 70 000-ს აჭარბებს.