"სინოფარმის" ვაქცინით აცრილი ადამიანები ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებას შეძლებენ თუ არა, ეს თავად ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული
მომავალში ხელმისაწვდომი ვერ იქნება და მოსახლეობა სწორად მოიქცა, "სინოფარმით" ვაქცინაციაზე რომ დარეგისტრირდა.
ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულწილად ჰქონდათ ხინჯი, ისეთი ვაქცინა, რომელსაც არ აქვს ავტორიზაცია, არ გაეკეთებინათ, ეშინოდათ უცხოეთში პასპორტის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ, ეს შიშები მოიხსნა და ლეგალურია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის თანხმობას არ ნიშნავს.
"სინოფარმით" ვაქცინით აცრილი ადამიანები ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებას შეძლებენ თუ არა, ეს თავად ქვეყნებზეა დამოკიდებული.
სიმართლე გითხრათ, არ ველოდი "სინოფარმზე" ასეთ აქტიურობას, თუმცა როდესაც "ასტრაზენეკაზე" ასაკობრივი შეზღუდვაა და ელოდებიან ვაქცინებს, როდის იქნება და როგორც კი გამოჩნდა ვაქცინა, რა თქმა უნდა, დარეგისტრირდნენ".