ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების დეტალებზე საუბრობს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების დეტალებზე საუბრობს

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების დეტალებზე საუბრობს
ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩაძე კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ 34 წლის ქალი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით და სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში 19 აპრილს შეიყვანეს. ექიმის განმარტებით, იმის გამო, რომ პაციენტი 29-30 კვირის ორსული იყო, ის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის გართულების შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ალექსი ვაჩაძის თქმით, რამდენიმე დღეში ნაყოფის მდგომარეობაც გართულდა, რის გამოც გინეკოლოგებმა სასწრაფო საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ახალშობილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ჩვენს კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 19 აპრილს მოვიდა სუნთქვის უკმარისობით,
როგორც თვითონ აღწერდა, იყო დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია, რადგან 29-30 კვირის ორსული იყო, გადავიყვანეთ სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. ჟანგბადი რომ გავუკეთეთ, სტაბილურად იგრძნო თავი, ამიტომ თავი
დანვე რეანიმაციულ განყოფილებაში არ მოგვითავსებია. გვყავდა პროტოკოლიზებულად მკურნალობაზე, თუმცა 22 აპრილს მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, თვითონ ვეღარ სუნთქავდა და მოგვიწია მისი რეანიმაციაში გადაყვანა და ინტუბაცია, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე გადავიყვანეთ. ის იყო ხელოვნურ კომაში, მექანიკურ ვენტილატორზე შეერთებული. 24 აპრილს ნაყოფის მდგომარეობა გაუარესდა და გინეკოლოგებმა გადაწყვიტეს ნაყოფის გადარჩენის მიზნით ჩაეტარებინათ სასწრაფო საკეისრო კვეთა, ნაყოფიც გადავიყვანეთ ხელოვნურ ვენტილაციაზე. ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რამდენიმე დღეში ნაყოფის სიცოცხლე დაიკარგა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა. დედას 27 აპრილიდან მოყოლებული დიალიზი სჭირდებოდა ანუ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა და საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება, 6 მაისს ნაშუადღევს გარდაიცვალა,“- განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.
მედიკოსები მოგვიწოდებენ რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ საქართველოში მომავალი ორი დღის განმავლობაში შემოვა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად