ექიმი ლიკა ჯაბიძე - თუ ადამიანს ქრონიკული დაავადების გამწვავება დაუფიქსირდება, ამ პერიოდში არ უნდა აიცრას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმი ლიკა ჯაბიძე - თუ ადამიანს ქრონიკული დაავადების გამწვავება დაუფიქსირდება, ამ პერიოდში არ უნდა აიცრას

ლიკა ჯაბიძის განმარტებით, თუ ადამიანს ქრონიკული დაავადების გამწვავება დაუფიქსირდება, ამ პერიოდში არ უნდა აიცრას. როგორც მან ვებინარის დროს აღნიშნა, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები ვაქცინაციას ექვემდებარებიან, თუმცა გამონაკლისია მაგალითად, „სინოფარმის“ ვაქცინა.

მისი თქმით, ქრონიკული, სერიოზული დაავადების ტერმინალურ სტადიაში სპეციალისტები აცრის რეკომენდაციას არ იძლევიან.

„სიმსივნური დაავადებები, თირკმლის პათოლოგიები, ასევე ამ ჯგუფში შედიან ორგანო გადანერგილი პაციენტები, ესენი პრიორიტეტულ რისკ-ჯგუფებში არიან და როდესაც ქვეყნის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა შეიქმნა, ისინი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ჯგუფში არიან ასაკისდა მიუხედავად. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადება შედის ამ გეგმაში და ვაქცინაციას ექვემდებარებიან. გამონაკლისია ზოგიერთი ვაქცინისთვის, მაგალითად, „სინოფარმის“ ვაქცინისთვის. ქრონიკული, სერიოზული დაავადება, რომელიც არის ტერმინალურ სტადიაში, ამ დროს ისინი არ იძლევიან აცრის რეკომენდაციას. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ თუ არის ქრონიკული დაავადების გამწვავება, ამ პერიოდში ადამიანი არ უნდა აიცრას, რადგან ნებისმიერი დაავადების მწვავე პროცესი, იქნება ეს ქრონიკული თუ ანთებითი ინფექციური დაავადების გამწვავება, ისინი დროებით უკუჩვენებას აჩვენებენ და აცრაზე მოსული პირი არ იცრება. არსებობს ვაქცინაციის წინა შეფასების კითხვარი, დაახლოებით, 27 კითხვაა ცალკეული ვაქცინების მიხედით და ექიმი აფასებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მხოლოდ ამის შემდეგ აძლევს ის აცრაზე ნებართვას. კითხვარი დაყოფილია ვაქცინებად, არის ყველასთვის ზოგადი და დიფერენცირებული“, - განაცხადა ჯაბიძემ.