კორონავირუსმა ევერესტამდეც მიაღწია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

კორონავირუსმა ევერესტამდეც მიაღწია

კორონავირუსმა ევერესტამდეც მიაღწია
ნორვეგიელი ერლენდ ნესი პირველი ადამიანია, რომელსაც კოროავირუსულ ინფექციაზე ტესტი დადებითი აღმოაჩნდა ევერესტის მთის ბაზის ბანაკში. ეს მოხდა 15 აპრილს.

ინფექციის დადასტურების შემდეგ, ნესი ვერტმფრენით გადაიყვანეს ნეპალის დედაქალაქ კადმანდუში ჰოსპიტალიზაციისათვის. ნესის განცხადებით, 22 აპრილს კორონავირუსზე განმეორებითი ტესტი უარყოფითი აღნმოჩნდა და იგი გამოწერეს საავადმყოფოდან. ამჟამად იგი იმყოფება ნეპალში კარანტინში.

მთის გამოცდილი გამცილებლის, ავსტრიელი ლუკას ფიურტენბახის განცხადებით, ბანაკში შეიძლება კოვიდის სხვა შემთხვევებიც იყოს, რადგანაც ნესი იქ რამოდენიმე კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და შეეძლო ასობით სხვა მთასვლელის, მტვირთავის და მთის გიდის დასნებოვნება. ამიტომ აუცილებელია ბანაკში მასობრივი
ტესტირების სასწრაფოდ დაწყება და უსაფრთხოების ზომების მიღება- აღნიშნა ფიურტენბახმა. ინფექციის აფეთქებამ შეიძლება გამოიწვოს ევერსტზე ასვლის სეზონის ნაადრევი დახურვა. სწორედ ამ პერიოდში არის შესაძლებელი მთის დალაშქვრა, ხელსაყრელი ამინდის გამო.

ამასთან, ნეპალის ხელისუფლება უარყოფს მოცემული მომენტისათვის, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სამთო ალპინისტურ ბანაკებში კოვიდის შემთხვევებს.

ცნობილია, რომ ნეპალში
მსოფლიოში რვა ყველაზე მაღალი მწვერვალია და მათზე ასვლა იწყება მარტიდან და მთავრდება მაისში. ამ გაზაფხულზე, მთასვლელები ევერესტზე პირველად დაბრუნდნენ 2019 წლის მაისის შემდეგ, რადგანაც 2020 წელს ევერესტზე ასვლა აკრძალული იყო პანდემიის გამო.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.
მედიკოსები მოგვიწოდებენ რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ საქართველოში მომავალი ორი დღის განმავლობაში შემოვა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად