ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ივლისიდან ქვეყანაში შესაძლებელია "ნოვოვაქსი" შემოვიდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ივლისიდან ქვეყანაში შესაძლებელია "ნოვოვაქსი" შემოვიდეს

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის მოწოდებასთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, კომუნიკაცია მიმდინარეობს „ჯონსონი&ჯონსონის“ოფისთან, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ნოვოვაქსთანაც" და შესაძლებელია, რომ "კოვაქსის" გზით "ნოვოვაქსი" საქართველოში ივლისიდან შემოვიდეს.

"ჯონსონი&ჯონსონი" ორი გზით შესაძლებელია საქართველოში შემოვიდეს, „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით , რომელიც გვპირდება, რომ მესამე კვარტლიდან შესაძლებელია მივიღოთ. ასევე, გვაქვს კომუნიკაცია „ჯონსონი&ჯონსონის“ ოფისთან ყაზახეთში. განიხილავენ ჩვენ ინტერესს და მოკლე ხანში დაგვიკავშირდებიან კონკრეტული წინადადებით. "ნოვოვაქსთან" მიმართებაში მომდევნო კვირაში არის ჩანიშნული ამერიკის სათაო ოფისთან ზარი, რომ შევათანხმოთ ის პერსპექტივები, რაც შესაძლოა პირდაპირი მოლაპარაკების საშუალებით გვქონდეს "ნოვოვაქსთან". გარდა ამისა "ნოვოვაქსი" ასევე იქნება "კოვაქსის" პლატფორმაზე და "კოვაქსის" გზითაც "ნოვოვაქსი" უკვე ივლისიდან ქვეყანაში შესაძლებელია შემოვიდეს" , - განაცხადა გაბუნიამ.