თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი არა ივნისში, არამედ დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი არა ივნისში, არამედ დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი არა ივნისში, არამედ დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი არა ივნისში, არამედ დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება სექტემბრიდან დღიურად 5-დან 10 ათას პირამდე აცრას გეგმავს.

„ივნისი პოპულაციური იმუნიტეტისთვის ძალიან ადრეული პერიოდია. რა თქმა უნდა, ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება. პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად 60% მაინც უნდა იყოს აცრილი მოზრდილი მოსახლეობის და ეს გეგმა არის დეკემბრისთვის, ანუ წლის ბოლომდე.

რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, ჩვენთვის სასურველი ვაქცინაციის მაჩვენებელი დღევანდელ ეტაპზე უნდა იყოს სულ
მცირე 3 ათასი მოქალაქის აცრა და შემდეგ ამის გაზრდა - 5 ათას, 10 ათას მაჩვენებელზე, როცა გადავალთ სექტემბრიდან ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოცვის მაჩვენებლებს წლის ბოლომდე. მიმდინარე პერიოდში კარგია ის, რომ „სინოფარმზე“ აქტივობა არის მაღალი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ დავამატოთ ვაქცინაციის ცენტრები, რადგან
აქამდე რაც გამოვყავით დიდ ქალაქებში, სრულად არის შევსებული. ამ კვირის ბოლომდე დაემატება ვაქცინაციის ცენტრები და შევუწყობთ ხელს ესენციურ სერვისებში დასაქმებულ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, როორც თავიდან იყო დაანონსებული - პოლიცია, პედაგოგები, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებული პირები. გუშინ პირველი დღე იყო და 800-მდე ადამიანს ჩაუტარდა აცრა, 18 000-მდე არის ჯავშანი. სულ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში 50 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზა არის „სინოფარმის“.

ჟურნალისტებს დღესვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. თუ დაგჭირდებათ მეტად ორგანიზებულად მოხდეს რეგისტრაცია, ჩვენ, ბუნებრივია, შეგვიძლია ამაში ხელი შეგიწყოთ, როგორც ამას ვაკეთებთ პედაგოგებისთვის. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ თქვენი ინტერესი და სად გჭირდებათ დახმარება“, - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა: „ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ ჯგუფებს, რომლებიც დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, მაგალითად, პოლიციელებს, ჰქონდეთ მარტივად აცრაზე ხელმისაწვდომობა“.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად