შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაში “სინოფარმით" ვაქცინაციაზე 1326 პირია დარეგისტრირებული და 25 მაისამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაში “სინოფარმით" ვაქცინაციაზე 1326 პირია დარეგისტრირებული და 25 მაისამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია

შიდა ქართლის 5 სამედიცინო დაწესებულებაში “სინოფარმით" ვაქცინაციაზე 1326 პირია დარეგისტრირებული და 25 მაისამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია
შიდა ქართლში დილიდან ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინაციის კაბინეტი რეგიონის 5 სამედიცინო დაწესებულებაში ფუნქციონირებს და სპეციალურ პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 1326 მოქალაქე.

„გორმედში“ დღეიდან დაიწყო „სინოფარმით“ ვაქცინაცია, აქტივობა ძალიან მაღალია და იმედია, მოსახლეობა ამ მუხტს შეინარჩუნებს, - ამის შესახებ ,,გორმედის" ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

„დღეიდან გორში დაიწყო „სინოფარმით“ ვაქცინაცია. პორტალი ამ დროისთვის გახსნილია 25 მაისამდე და ყველა დღე დაკავებულია, ანუ 5-დან 25 მაისის ჩათვლით, რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ყველა ადგილი შევსებულია. ეტაპობრივად კიდევ გაიხსნება პორტალი და იმედია, მოსახლეობა აქტიურობას შეინარჩუნებს.

„გორმედის" ქსელის გორის
საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეში 45-დან 50-მდე პაციენტის ვაქცინაცია მოხდება, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორი ბრიგადით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გაიზარდა და საჭირო გახდება ბრიგადის დამატება, ამისთვის მზად ვართ. ასევე, ჩვენს ქსელში ვაქცინაცია ტარდება ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოშიც.

გარდა ამისა, „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობაც მიეცემაც ხვალიდან
პაციენტებს და დავიწყებთ მეორად აცრებსაც, კლინიკა სრულად მობილიზებულია“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

გორში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია „გორმედსა" და თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ვაქცინაცია ტარდება ასევე კასპში ,,მედალფას" კლინიკაში, ქარელში ,,გორმედის" ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში და ხაშურში - შპს ,,ახალ კლინიკაში".

დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებებში, 5-დან 24 მაისის ჩათვლით, ,,სინოფარმით" ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.

შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ ,,სინოფარმით" აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად