ამირან გამყრელიძე - თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

ამირან გამყრელიძე - თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით

ამირან გამყრელიძე - თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით
უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5000-6000-ის ფარგლებში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის შემდეგ განაცხადა.

მან საქართველოს მოსახლეობას ამცრელ პუნქტებში აქტიურად მისვლისკენ და ვაქცინაციისკენ მოუწოდა. გამყრელიძის განცხადებით, 300 ადამიანის აცრა ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს უტოლდება.

”იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, თუ ჩვენი მოსახლეობის 60% ორჯერადად ავიცრებით, გარე სივრცეში ნიღბებს უკვე მოვიხსნით. მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, რომ აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ. დღეს აცრები წარმოებს 91 სამედიცინო დაწესებულებაში 137 ბრიგადით. საშუალოდ გვქონდა
1200-1500 აცრა დღიურად, დღეს უკვე 2800-მდე ადამიანი უნდა აიცრას სამივე ვაქცინით ქვეყანაში, მაგრამ არც ეს იქნება საკმარისი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5000-6000-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში უკვე წავალთ იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს დეკემბრის ბოლოსთვის მისაღწევი, ეს მიზანი არის ჯანმრთელი მოსახლეობა, რომ
ყოველდღიურად არ იყოს 10-15 ადამიანის გარდაცვალება კოვიდით. 300-500 ადამიანის აცრა არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. გავითავისოთ ყველამ ეს და მოვიხადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალი, რომ დავასრულოთ ეს ეპიდემია ჩვენთან და პანდემია მსოფლიოში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ "ფაიზერი" და "მოდერნა" ყველა მსურველისთვის უახლოეს
პაატა იმნაძე: გათამამდა ზოგი აცრილი… ეგრე არ არის, აცრის მერე პირველი ორი კვირა დაცული, პრაქტიკულად, არ ხარ.
კორონავირუსული ინფექციის მქონე ყოველ მეათე ადამიანს უფიქსირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის მხრივ
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად