ჯანმოს ექსპერტები - „სინოფარმზე“ ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზამ ვაქცინის 78.1%-იანი ეფექტურობა აჩვენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

ჯანმოს ექსპერტები - „სინოფარმზე“ ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზამ ვაქცინის 78.1%-იანი ეფექტურობა აჩვენა

ჯანმოს ექსპერტები - „სინოფარმზე“ ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზამ ვაქცინის 78.1%-იანი ეფექტურობა აჩვენა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგოჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ მტკიცებულებების შეფასება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, 18-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული კლინიკური ცდების მესამე ფაზის თანახმად, რომელშიც 13 765-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვაქცინამ 78. 1%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, წინასწარი კლინიკური ან რეპრო /ტოქსური გამოკვლევების შედეგად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ გამოვლენილა.

კვლევისას გვერდითი მოვლენების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერი იყო - ტკივილი აცრის ადგილას, თავის ტკივილი და დაღლილობა. გამოვლინდა ორი სერიოზული
გვერდითი მოვლენა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან - ძლიერი გულისრევა და ანთებითი დემიელინაციის სინდრომი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებში „სინოფარმის“ გამოყენება 45 ქვეყანაშია ავტორიზებული და დღემდე ვაქცინის 65 მილიონი დოზა გაკეთდა. ვაქცინაციისთვის საჭიროა „სინოფარმის“ 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად