ვის შეიძლება დაემართოს განმეორებით კორონავირუსი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვის შეიძლება დაემართოს განმეორებით კორონავირუსი?

განმეორებითი დასნებოვნებისაგან უნივერსალური დაცვის მაჩვენებლად. ცნობილია, რომ COVID-19-გადატანილებსა და ვაქცინირებულ ადამიანებში განმეორებითი დასნებოვნების რისკი დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება საერთოდ არ დაავადდნენ.

ორგანიზმს იცავს იმუნური სისტემის დამცველობითი ფუნქციის მატარებელი განსაკუთრებული უჯრედები, ასევე დამცავი ანტისხეულები- ანუ არა ყველა ანტისხეული.

ანტისხეულების მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია დამცავი თვისებები. მართალია ისინი უკავშირდებიან კორონავირუსის რომელიმე ანტიგენს, მაგრამ საკმაოდ სუსტად და ვერ ანეიტრალებენ ვირუსს.

შესაბამისად, ვერ მოქმედებენ ინფექციურ პროცესზე. ამიტომ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, პირველ რიგში, დამცავი ანტისხეულების ტიტრი, რომელებიც გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.

ვინც გაიკეთა COVID-ის საწინააღმდეგო აცრა ან გადაიტანა ეს დაავადება, მათთვისაც აუცილებელია თავდაცვის წესების დაცვა, რადგანაც ამ შემთხვევებში დასნებოვნების შანსი მართალია ქვეითდება , მაგრამ არ უტოლდება ნულს.

ამდენად განმეორებითი დასნებოვნების რეალური შანსი არსებობს. თუმცა, ვაქცინაცია ანულებს მძიმე და საშუალო სიმძიმის ფორმების განვითარების შესაძლებლობას.

განმეორებითი დასნებოვნების რისკი გარკვეული ჯგუფის ადამიანებში მაღალია. ეს ძირითადად დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებია, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ პირველადი ან მეორეული იმუნოდეფიციტი, ღებულობენ იმუნიტეტის დამაქვეითებელ საშუალებებს, მაგალითად ორგანოს გადანერგვის შემდეგ.

ანომალური რეაქცია ასევე აღინიშნება აუტოიმუნური დაავადებების, კიბოს, და მძიმე ქრონიკული დაავადებების ფონზე. ხანდაზმული ასაკი ასევე აქცევს ადამიანს რისკის ჯგუფში.