ვის შეიძლება დაემართოს განმეორებით კორონავირუსი? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

ვის შეიძლება დაემართოს განმეორებით კორონავირუსი?

ვის შეიძლება დაემართოს განმეორებით კორონავირუსი?
კორონავირუსის მიმართ ანტისხეულების მაღალი ტიტრი არ შეიძლება ჩაითვალოს განმეორებითი დასნებოვნებისაგან უნივერსალური დაცვის მაჩვენებლად. ცნობილია, რომ COVID-19-გადატანილებსა და ვაქცინირებულ ადამიანებში განმეორებითი დასნებოვნების რისკი დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება საერთოდ არ დაავადდნენ.

ორგანიზმს იცავს იმუნური სისტემის დამცველობითი ფუნქციის მატარებელი განსაკუთრებული უჯრედები, ასევე დამცავი ანტისხეულები- ანუ არა ყველა ანტისხეული.

ანტისხეულების მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია დამცავი თვისებები. მართალია ისინი უკავშირდებიან კორონავირუსის რომელიმე ანტიგენს, მაგრამ საკმაოდ სუსტად და ვერ ანეიტრალებენ ვირუსს.

შესაბამისად, ვერ მოქმედებენ ინფექციურ პროცესზე. ამიტომ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, პირველ რიგში, დამცავი
ანტისხეულების ტიტრი, რომელებიც გარკვეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.

ვინც გაიკეთა COVID-ის საწინააღმდეგო აცრა ან გადაიტანა ეს დაავადება, მათთვისაც აუცილებელია თავდაცვის წესების
დაცვა, რადგანაც ამ შემთხვევებში დასნებოვნების შანსი მართალია ქვეითდება , მაგრამ არ უტოლდება ნულს.

ამდენად განმეორებითი დასნებოვნების რეალური შანსი არსებობს. თუმცა, ვაქცინაცია ანულებს მძიმე და საშუალო სიმძიმის ფორმების განვითარების შესაძლებლობას.

განმეორებითი დასნებოვნების რისკი გარკვეული ჯგუფის ადამიანებში მაღალია. ეს ძირითადად დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებია, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ პირველადი ან მეორეული იმუნოდეფიციტი, ღებულობენ იმუნიტეტის დამაქვეითებელ საშუალებებს, მაგალითად ორგანოს გადანერგვის შემდეგ.

ანომალური რეაქცია ასევე აღინიშნება აუტოიმუნური დაავადებების, კიბოს, და მძიმე ქრონიკული დაავადებების ფონზე. ხანდაზმული ასაკი ასევე აქცევს ადამიანს რისკის ჯგუფში.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად