ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს

ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს
ევროპის რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

საფრანგეთში დღეიდან ქვეყნის შიდა მოგზაურობის დაწესებული აკრძალვა გაუქმდა, საშუალო სკოლის მოსწავლეები კი საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ.

ამასთან, საფრანგეთის კაფეებისა და რესტორნების ღია ტერასები, ისევე როგორც მუზეუმები, კინოთეატრები, თეატრები და საკონცერტო დარბაზები კი 19 მაისამდე არ გაიხსნება. ძალაში რჩება ღამის „კომენდანტის საათიც“.

დღეიდან საბერძნეთში რესტორნებსა და კაფეებს უფლება მიეცათ, მოხმარებელს ღია სივრცეებში მოემსახურონ, ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს კი ხელახლა ამუშავების საშუალება 15 მაისიდან ექნება.

შაბათიდან გარკვეული შეზღუდვები გაუქმდა
უნგრეთშიც. იმ ადამიანებს, რომლებსაც მთავრობისგან გაცემული ე.წ. „იმუნიტეტის ბარათები“ აქვთ, შეუძლიათ დახურულ სასადილო ოთახებში, სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში, აბაზანებში, სავარჯიშო დარბაზებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა და სხვა რეკრეაციულ ადგილებში შეზღუდვების გარეშე შევიდნენ. ბიზნეს ობიექტების სამუშაო საათები კი 23:00 საათამდე გახანგრძლივდა.

გასული კვირიდან შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო იტალიაშიც. მოსწავლეები სკოლებში
დაბრუნდნენ, გაიხსნა მუზეუმები და კინოთეატრები.

იანვარში დაწესებული „ღამის კომენდანტის“ საათი გაუქმდა ნიდერლანდებში. ამასთან, ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველად ბარებსა და კაფეებს გარე ტერასების გახსნის საშულება მიეცათ, თუმცა შეზღუდული დროით, საღამოს 6:00 საათამდე. ამასთან, ერთ მაგიდასთან დაჯდომის უფლება მხოლოდ ორ ადამიანს აქვს. გამონაკლისი მხოლოდ ერთსა და იმავე ოჯახის წარმომადგენლებს ეხება.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა,
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად