თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკური საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან. ამასთან, თუ ბრუნვაში წავა „სინოფარმი“, ამით აცრის შესაძლებლობა ყველა ასაკის ადამიანს ექნება.

„ლაპარაკი იყო ვაქცინაზე, ხომ არ დავწიოთ ასაკი 55 წლის ქვემოთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ, რომ ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები: გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან. მათ ჩაატარეს დიდი კვლევები და ჩათვალეს, რომ ეს ასეა საჭირო, რადგან ის მინიმალური თრომბოზიც კი, რომელიც არის, სწორედ 55
წლის ქვემოთ არსებობს. მართალია, ეს არის ერთეული შემთხვევები, მიზერი იმასთან შედარებით, რა თრომბოზებიც კოვიდის დროს ვითარდება. ასე რომ „ასტრაზენეკას“ დროს შენარჩუნებული იქნება ასაკი 55 წელი და ზევით. სამაგიეროდ, თუ უკვე დაიწყო რეგისტრაცია და თუ აღდგომის შემდეგ 4 მაისს, ბრუნვაში უკვე წავა „სინოფარმი“, რომლის განხილვაც ჯანმო-ში
დღეს არის და დიდი მოლოდინია, რომ ის ავტორიზაციას მიიღებს, „სინოფარმზე“ გახსნილი იქნება ყველა ზღუდე. ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება, რომ აიცრას“, - აცხადებს ცერცვაძე.

მისივე განმარტებით, ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, რომ უკვე ხელმოწერილია კონტრაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მესამე კვარტალში ალბათ, მიიღებს ერთ მილიონ დოზა „ფაიზერს“ და ერთ მილიონ დოზა „ნოვოვაქსს“.

„ნოვოვაქსი“ ჩემი, როგორც ერთი ექიმის თვალსაზრისით, იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა მსოფლიოში, ოღონდ ახლა არ დაიწყოთ დაცდა „ნოვოვაქსისთვის“ იმიტომ, რომ ის იქნება ივლის-აგვისტოში და ივლის-აგვისტომდე ჩვენ ვერ მოვითმენთ, ივლის-აგვისტომდე ჩვენ უნდა გადავტეხოთ წელში ეპიდემია და რადგან ჩვენ მთელი მოსახლეობა უნდა ავცრათ წლის ბოლომდე, „ნოვოვაქსიც“ მოგვისწრებს. მეტსაც გეტყვით, ზოგიერთს, ვინც „ასტრაზენეკათია“ აცრილი, 6 თვე გავა და ხელმეორედ მოუწევს აცრა. „ნოვოვაქსი“ ეს არის სუფთა, გასუფთავებული ცილები, რომელიც პრაქტიკულად თავისუფალია ყველანაირი გვერდითი მოვლენებისგან. ის არის გრიპის ვაქცინის ანალოგი და გრიპის ვაქცინა არანაირ გვერდით მოვლენებს არასდროს იძლევა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად