ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 000 დოზა საქართველოში დღეს შემოვა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 000 დოზა საქართველოში დღეს შემოვა

ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 000 დოზა საქართველოში დღეს შემოვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა საქართველოში დღეს შემოვა. როგორც გაბუნიამ კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, „სინოვაკის“ გამოყენება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაში, „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს.

„სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც ჩინეთის მთავრობის დონაციაა საქართველოსთვის, დღეს ჩამოვა ქვეყანაში. „სინოვაკის“ თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით მოხდება „სინოვაკის“ გამოყენება. მაისის დასაწყისი არის დაანონსებული „სინოვაკის“ ავტორიზაციის თარიღი, ამას დაველოდებით, მაგრამ თუ
გადავადდა და დაყოვნდა ეს პროცესი, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით საბჭო იმსჯელებს „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე. მას ფართოდ იყენებს თურქეთი, არის აზერბაიჯანშიც, უკრაინაშიც. „სინოვაკის“ შედეგები არის საკმაოდ კეთილსაიმედო. ეფექტიანობის თვალსაზრისითაც კარგი მონაცემებია და მნიშვნელოვნად ამცირებს მძიმე შემთხვევების და სიკვდილობის მაჩვენებელს“,- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება „სინოფარმს“, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,
„სინოფარმის“ გამოყენება ვაქცინაციის პროცესში 4 მაისს დაიწყება იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ავტორიზაციას.

„კვირის ბოლომდე წესით წინასწარი რეკომენდაცია გვეცოდინება. შესაძლოა, დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება 4 მაისიდან. ის ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მლნ დოზაზე მეტი აქვს „სინოფარმის“ მწარმოებელს გაცემული და ფართო მოცვა არსებობს. მისი უსაფრთხოების შესახებ კითხვის ნიშნები არ არის. ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც მალევე დაეწევა ამ პროცესს, თუ არ დაასწრებს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად