იშვიათი, მაგრამ ძალზე მძიმე დაავადება - ბოტულიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იშვიათი, მაგრამ ძალზე მძიმე დაავადება - ბოტულიზმი

ეგებ აგვიხსნათ, რა დაავადებაა ეს და საიდან ხვდება ჩვენს საკვებში, როგორ უნდა შევინახოთ პროდუქტი, რომ ბოტულიზმს გადავურჩეთ.

დაავადებას იწვევს ბაქტერია ჩლოსტრიდიუმ ბოტულინუმ-ის (კლოსტრიდიუმ ბოტულინუმ) მიერ გამომუშავებული ტოქსინი. განასხვავებენ სამი სახის ბოტულიზმს.

  • საკვებისმიერი ბოტულიზმი გამოწვეულია ბოტულიზმის ტოქსინის შემცველი პროდუქტების მიღებით.

 

  • ჭრილობის ბოტულიზმს იწვევს ჩლოსტრიდიუმ ბოტულინუმ-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინის ჭრილობაში მოხვედრა.

 

  • ბოტულიზმით ახალშობილის დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს საკვებთან ერთად თვითბაქტერიის (და არა ტოქსინის) ნაწლავებში მოხვედრამ და იქ ტოქსინის გამომუშავებამ.

 

დაავადების სამივე ვარიანტი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს, ამიტომ ყოველი მათგანი გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

რა იწვევს ბოტულიზმს


ბოტულიზმის გამომწვევია ბაქტერია, რომელიც, ჩვეულებრივ, ნიადაგში ბინადრობს. ეს ორგანიზმი იზრდება და მრავლდება ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის შემცველ გარემოში (ანაერობულ პირობებში)მისთვის არახელსაყრელ პირობებში ბოტულიზმის გამომწვევი გარდაიქმნება სპორად, რომელიც ძალზე გამძლეა და ასეთ მდგომარეობას ინარჩუნებს, ვიდრე განვითარებისთვის სასურველ - ანაერობულ პირობებში არ მოხვდება. ასეთ პირობებში სპორა იბრუნებს თავის პირვანდელ სახეს და იწყებს ტოქსინის გამომუშავებას. არსებობს ბოტულიზმის შვიდი ანტიგენური ტიპი: ა, ბ, ც, დ, ე, ფ, გ, - რომელთაგან ადამიანს მხოლოდ ოთხი - ა, ბ, ე, ფ ტიპები აავადებს.

როგორ ვლინდება


ბოტულიზმის კლასიკური სიმპტომებია:


  • მხედველობის გაორება და დაბინდვა;
  • ქუთუთოების დაწევა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • გაურკვეველი მეტყველება (ბგერების ყლაპვა);
  • პირის სიმშრალე;
  • კუნთების სისუსტე.
ჩვილ ბავშვებს ეუფლებათ უჩვეულო ძილიანობა, აწუხებთ უმადობა, ყაბზობა, სუსტად ტირიან, დაქვეითებული აქვთ კუნთების ტონუსი. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ბაქტერიული ტოქსინით გამოწვეულ კუნთების დამბლაზე მიუთითებს.

დროული მკურნალობის გარეშე ვითარდება კიდურების, სხეულისა და სასუნთქი სისტემის კუნთების დამბლა.


საინკუბაციო პერიოდი


საკვებისმიერი ბოტულიზმის პირველი სიმპტომები გამოვლინდება დაბინძურებული საკვების მიღებიდან 18-36 საათის შემდეგ, იშვიათად - უფრო ადრე, 6 საათში, ან უფრო გვიან, 10 დღის შემდეგაც კი.


დიაგნოსტიკა


ექიმმა შეიძლება ბოტულიზმის არსებობა სიმპტომებისა და ეპიდემიოლოგიური ანამნეზის მიხედვითაც ივარაუდოს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - მსგავსი სიმპტომები აქვს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის გიიენ-ბარეს სინდრომი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, მიასთენია და სხვა. დიაგნოზის დადასტურების ძირითადი გზაა ბოტულიზმის ტოქსინის ან თვით ბაქტერიის აღმოჩენა ავადმყოფის განავალში, სისხლში ან მიღებული საკვების ნიმუშში. ბოტულიზმზე მეტყველებს აგრეთვე დაავადების ერთდროულად რამდენიმე შემთხვევა, დაკავშირებული ერთი და იმავე საკვების მიღებასთან.


რით მკურნალობენ


დაავადების შორს წასული ფორმები, - მაგალითად, ისეთები, როგორიც არის სასუნთქი კუნთების დამბლა, - მოითხოვს რეანიმაციულ ჩარევას - ავადმყოფის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართვას (შესაძლოა, რამდენიმე კვირითაც) და სათანადო მოვლას. რამდენიმე ხნის შემდეგ იწყება გაუმჯობესება. ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირებისას სამკურნალოდ გამოიყენება ანტიტოქსინური შრატი, რომელიც ბლოკავს სისხლში მოცირკულირე ტოქსინს. ეს პაციენტს შემდგომი გაუარესებისაგან იცავს, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელებას მაინც რამდენიმე კვირა სჭირდება. კარგია ჯერ კიდევ კუჭის ამორეცხვა ღებინებით ან ნაწლავების გასუფთავება ოყნით.


გართულებები


ბოტულიზმმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, რისი უშუალო მიზეზიც სასუნთქი სისტემის კუნთების დამბლა და სუთქვის უკმარისობაა. ბოტულიზმისაგან განკურნებული პაციენტი შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში უჩიოდეს ჰაერის უკმარისობას, დაღლილობას... სრული გამოჯანმრთელებისთვის შესაძლოა ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს.


ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები


აუცილებელია ბოტულიზმზე საეჭვო ყველა ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობის დაუყოვნებლივ, დიაგნოზის დადასტურებამდე დაწყება პოლივალენტური შრატით. ყველას, ვინც საეჭვო პროდუქტი მიიღო, უნდა დაუწესდეს სამედიცინო მეთვალყურეობა 10-12 დღის განმავლობაში. საეჭვო პროდუქტები უნდა განადგურდეს.


როგორ ავიცილოთ თავიდან ბოტულიზმი


საკვებისმიერ ბოტულიზმს უმეტესად შინ მომზადებული კონსერვები იწვევს: მწვანე ლობიო, ბადრიჯანი, შებოლილი ხორცი... უფრო იშვიათია, თუმცა მაინც გვხვდება ზეთში დაკონსერვებული ნივრით, წიწაკითა და პომიდვრით მოწამვლაც. ბოლო დროს საქართველოში რამდენჯერმე აღირიცხა შინ მომზადებული კომპოტით მოწამვლის შემთხვევებიც. თუ კონსერვებს შინ ამზადებთ, საკვების დაბინძურების ალბათობის შესამცირებლად მკაცრად უნდა დაიცვათ ჰიგიენის წესები. ბოტულიზმის ტოქსინი მაღალ ტემპერატურაზე იშლება, ასე რომ, შინაური კონსერვი მირთმევამდე 15-20 წუთი ადუღეთ - ამით თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ.