როგორია კორონავირუსის ინდური შტამი და იქნება თუ არა მის წინააღმდეგ ვაქცინები ეფექტური? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია კორონავირუსის ინდური შტამი და იქნება თუ არა მის წინააღმდეგ ვაქცინები ეფექტური?

მაგრამ ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენად შორს არის ეს შტამი გავრცელებული და თავად ინდოეთში არის თუ არა სწორედ ეს ახალი შტამი მომაკვდენებელი მეორე ტალღის მიზეზი.

რა არის ინდოეთის ახალი შტამი?

ვირუსებს ყოველთვის ახასიათებს მუტაცია, ისინი წარმოქმნიან თავის მსგავს ახალ ვერსიებს.

ბევრი მუტაცია არ არის მნიშვნელოვანი - ზოგს შეუძლია ვირუსი უფრო უსაფრთხოც კი გახადოს - მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ვირუსი უფრო გადამდები და ვაქცინაციისთვის დაუმორჩილებელი ხდება.

ინდური შტამი ოფიციალურად ცნობილია როგორც B.1.617 - იგი პირველად დადასტურდა ოქტომბერში.

სადამდე გავრცელდა?

ვირუსის სადიაგნოსტიკო ტესტირება ინდოეთში არასაკმარისად ტარდება იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რამდენად შორს ან სწრაფად ვრცელდება ახალი შტამი.

ინდური შტამი დაფიქსირდა ინდოეთის დასავლეთ შტატ მაჰარაშტრაში იანვრიდან მარტამდე ჩატარებული 361 კოვიდ ნიმუშიდან 220-ში.

ამასობაში, იგი GISAID – ის გლობალური მონაცემთა ბაზის თანახმად, მინიმუმ 21 ქვეყანაში დაფიქსირდა.

როგორც ჩანს, საერთაშორისო მოგზაურობების შედეგად, ახალი შტამი დიდ ბრიტანეთშიც შეიტანეს, სადაც 22 თებერვლიდან 103 შემთხვევა გამოვლინდა.

ახლა ინდოეთიდან მოგზაურთა უმეტესობას აეკრძალა დიდ ბრიტანეთში ჩასვლა.

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ ინდოეთის შტამი საკვლევ შტამთა ერთ-ერთ ვარიანტად დაასახელა, თუმცა ჯერჯერობით იგი არ მიაჩნიათ ისეთ ვარიანტად, რომელიც განსაკუთრებულ პრობლემებს ქმნის.

უფრო გადამდებია თუ უფრო საშიში?

მეცნიერებმა ჯერ არ იციან, ეს ვარიანტი უფრო გადამდები შტამია თუ უფრო გამძლეა ვაქცინების მიმართ.

დოქტორი ჯერემი კამილი, ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვირუსოლოგი, ამბობს, რომ ამ შტამის მუტაციები მსგავსია სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური შტამებისა.

ამ მუტაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ვირუსს, გაუმკლავდეს იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს, რომლებსაც შეუძლიათ კორონავირუსთან ბრძოლა გადატანილი ინფექციის ან ვაქცინით მიღებული გამოცდილების საფუძველზე.

ამ მომენტში უფრო შემაშფოთებელია ე.წ. ბრიტანული შტამი, რომელიც დომინირებს ბრიტანეთში და 50-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

"ეჭვი მეპარება, რომ ინდური შტამი უფრო გადამდებია, ვიდრე ბრიტანული, ამდენად პანიკა საჭირო არ არის", - ამბობს დოქტორი კამილი.

რატომ არის ამის შესახებ ნაკლები ინფორმაცია?

მეცნიერები ამბობენ, რომ ინდოეთის შტამის შესახებ მონაცემები არასრულია, ძალიან ცოტა დადასტურებული შემთხვევაა განხილვისათვის - 298 ინდოეთში და 656 - მთელ მსოფლიოში, თუ შევადარებთ ბრიტანულ შტამს, ამ შტამით დიაგნოსტირებული 384 000 შემთხვევაა მსოფლიოში.

დოქტორ კამილის თქმით, ინდოეთში დაფიქსირებული პირველი შემთხვევების შემდეგ, მსოფლიოში 400-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა.

მეორე ტალღა ინდოეთში

ინდოეთში 15 აპრილიდან ყოველდღიურად 300 000-ზე მეტი შემთხვევა დასტურდება, რაც გასული წლის პიკურ მაჩვენებელს, 93 000 შემთხვევას, ბევრად აღემატება.

"ინდოეთის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია შესანიშნავი საინკუბაციო ადგილია ამ ვირუსის ახალი მუტაციებისთვის", - ამბობს რავი გუპტა, კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკური მიკრობიოლოგიის პროფესორი.

თუმცა ახალი ტალღა შეიძლება გამოწვეული იყოს მასობრივი შეკრებებით და ისეთი პრევენციული ზომების უგულებელყოფით, როგორიცაა ნიღბის ტარება ან სოციალური დისტანცირება.

დოქტორი ჯეფრი ბარეტი, Wellcome Sanger ინსტიტუტიდან, ამბობს, რომ ამ ტალღის განვითარებისას შესაძლოა ასევე არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალ შტამთან, მაგრამ მტკიცებულება ჯერ კიდევ ცოტაა.

იმოქმედებს თუ არა ვაქცინები ახალ შტამებზე?

მეცნიერები თვლიან, რომ არსებული ვაქცინები ხელს შეუწყობს ახალი შტამით გამოწვეული დაავადების მძიმე მიმდინარეობის პრევენციას.

პროფესორი გუპტა და სხვა მკვლევარები ამბობენ, რომ ვირუსის ზოგიერთი ახალი ვარიანტი აუცილებლად დაუსხლტება დღეს არსებულ ვაქცინებს. ამიტომ, საჭირო იქნება ვაქცინის კონსტრუქციის ცვლილება, რათა ის უფრო ეფექტური გახდეს ახალი შტამებისადმი.

თუმცა ფიქრობენ, რომ დღეს არსებული ვაცქინები აფერხებს დაავადების გავრცელებას.