ვაქცინაციის პროცესი ათონის მთაზეც დაიწყო - რას ამბობენ ათონელი ბერები ვაქცინაციაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინაციის პროცესი ათონის მთაზეც დაიწყო - რას ამბობენ ათონელი ბერები ვაქცინაციაზე

2021 წლის 19 მარტს. ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა კარიესის სამედიცინო ცენტრში. 20 მარტს აიცრა პირველი 36 ბერი, აგრეთვე მონასტრების საშტატო თანამშრომლები. ვაქცინა პირველმა ესფიგმენის მონატრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ გაიკეთა. მას მოჰყვნენ ივერონის, ყუთლუმუშის, სიმონპეტრას მონასტრების ბერები, რომლებიც კარეასში სპეციალურად ჩავიდნენ ვაქცინაციისათვის.

ბერები შვებას გრძნობენ იმით, რომ ვაცქინაციის პროცესი დაიძრა. თავდაპირველად იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შეთქმულების თეორიებს უჭერდნენ მხარს, მაგრამ ასეთი განწყობები საგრძნობლად შემცირდა.

ათონის წმინდა მთა ახლა მომლოცველებისათვის დაკეტილია, მაგრამ ბერები შიშობენ იმის გამო, რომ ლოცვა მათ მცირე შენობებში ერთად უწევთ, ერთად დადიან ეკლესიებში, რის გამოც ვირუსი ვრცელდება. თანაც აქ მრავლად არიან ასაკოვანი ბერები, სერიოზული თანმდევი დაავადებებით.

mkurnali.ge

ათონის მთა დეკემბრის მერე დაკეტილია. მონასტრის თანამშრომლებს კი მთაზე მხოლოდ ტესტირების შემდეგ უშვებენ.

კარეასის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ფიქრობს, რომ ათონის მთის 500-მდე ბერი მაისის ბოლომდე იქნება ვაქცინირებული.

"ვაცქინაციის პროცესში გვხვდება სირთულეებიც, ზოგიერთ ბერს დღემდე არ სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ეშმაკის მოგონილია", - ამბობს კონსტანტინოს დოკუსლის კატიმერინი.

ესფიგმენეს მონასტრის წინამძღვარი ბრძანებს: "თუ ჩვენ მედიცინის მიღწევებს ეშმაკს მივაწერთ, ღვთის მიერ ადამინებისთვის გაცხადებულ განკურნების მეთოდებზე უარს ვიტყვით, ამით ვცოდავთ სულიწმინდის წინაშე. კორონავირუსი ისეთივე რეალურია, როგორც მის მიერ გამოწვეული შედეგები".

წყარო: athosweblog.com

წყარო 2: ekathimerini.com