ნაპოვნია კორონავირუსის მუტაციების რეკორდული რაოდენობის მქონე შტამი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

ნაპოვნია კორონავირუსის მუტაციების რეკორდული რაოდენობის მქონე შტამი

ნაპოვნია კორონავირუსის მუტაციების რეკორდული რაოდენობის მქონე შტამი
ვირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ თავის სტატიაში განაცხადეს კვაზული-ნატალის (სამხრეთ აფრიკა) უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ანგოლის ჯანდაცვის სამინისტრომ.

აღნიშნული შტამი გამოუვლინდა 2021 წლის თებერვლის შუა პერიოდში ტანზანიიდან ანგოლაში ჩაფრენილ სამ მგზავრს. მათ აეროპორტში გაუკეთდა PCR-ტესტირება.

"ტანზანიის" შტამი გენეტიკურად განსხვავდება "SARS-CoV-2-ის საწყისი ტიპისგან, რომელიც გავრცელდა 2020 წლის ზამთარში ვუჰანში. ის ასევე განსხვავდება სხვა ცნობილ: "ბრიტანული", "სამხრეთაფრიკული" და "ინდური" შტამებისგან. ახალმა ვარიანტმა მიიღო დასახელება A.VOI.V2. მას გააჩნია 34 მუტაცია, რომელთაგან 14 შეეხება ვირუსის S-ცილას. აღნიშნული ცილა კი ადამიანის უჯრედის დასნებოვნებაში ასრულებს საკვანძო როლს.

შედარებისთვის:
როგორც კვლევებმა აჩვენა "ბრიტანულ" შტამს, რომელიც დასნებოვნების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება გააჩნია 17 მუტაცია, საიდანაც 8 შეეხება S-ცილას, ხოლო "სამხრეთაფრიკულ" შტამს, რომელსაც ფიქრობენ რომ ვაქცინის მიმართ ახასიათებს მდგრადობა, მუტაცია კიდევ უფრო ნაკლები აქვს. ჯერჯერობით არაა ნათელი, რამდენადაა A.VOI.V2 ვარიანტი გავრცელებული და საშიშია თუ არა სხვა შტამებთან
შედარებით.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.
მედიკოსები მოგვიწოდებენ რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ საქართველოში მომავალი ორი დღის განმავლობაში შემოვა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად