რას ამბობენ ავსტრალიელები ასტრაზენეკას ვაცქინაზე და მასთან დაკავშირებულ თრომბოზულ გართულებებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ამბობენ ავსტრალიელები ასტრაზენეკას ვაცქინაზე და მასთან დაკავშირებულ თრომბოზულ გართულებებზე

ავსტრალიელები იტყობინებიან, რომ პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სისხლის შედედების ზრდასა და ვაქცინაციას შორის ადენოვირუსული ვექტორული ვაქცინების გამოყენებისას ვერ დაადგინეს და რისკი ამ შემთხვევაში საკმაოდ დაბალია.

Mater Health-ის ინფექციურ დაავადებათა მიმართულების დირექტორი, პოლ გრიფინი, აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ფაიზერის რნმ ვაქცინის 50 წლამდე მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულ ვაქცინად გამოყენების შესახებ არის მხოლოდ "მეტისმეტი სიფრთხილის" გამოხატულება.

აქამდე ასტრაზენეკათი ვაცქინირებული ყოველი მილიონი ადამიანიდან 4-6-ს განუვითარდა სისხლის შედედების იშვიათი სინდრომი, ამდენად რისკის მაჩვენებელი 0,0004%-ია. კიდევ უფრო ნაკლებია იმ ადამინთა რაოდენობა, ვინც ამ გართულებით გარდაიცვალა.

სისხლის შედედების მსგავსი გართულების რისკი ზოგიერთი ორალური კონტრაცეპტივის რეგულარული გამოყენებისას არის 0,3-1%.

"მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხოა რეკომენდებული (50 წელს გადაცილებული) ასაკობრივი ჯგუფისათვის" - განაცხადა გრიფინმა.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ სისხლის შედედების იშვიათი სინდრომი ძირითადად ვითარდება ახალგაზრდებში, მათთვის მოწოდებული იქნა ფაიზერის ვაქცინა.

არაერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მოსაზრება სისხლის შედედების სინდრომის განვითარებასა და ვაქცინაციას შორის ურთიერთკავშირზე მხოლოდ თეორიულია, თუმცა იმის მიუხედავად, უკავშირდება თუ არასინდრომი ვაცქინაციას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ვაცქინის სარგებელსა და რისკს შორის თანაფარდობა" - ამბობს გრიფინი.

"ნებისმიერი თერაპიული საშუალება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამ ვაქცინით გამოწვეული პოტენციური რისკი გაფერმკრთალდება, თუკი მას სხვა პრეპარატებს შევადარებთ - უბრალოდ ახლა ვაქცინებზე მეტს საუბრობენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმუნიზაცია და დროულად დავასრულოთ პანდემია" - ამბობს ის.

გრიფინი არ ეთანხმება ოპონენტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ უმნიშვნელო რისკიც კი გაუმართლებელია.

"ჩვენ ახლა ვაკონტროლებთ პანდემიას, მაგრამ ეს სულ ასე არ იქნება. ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ ვერ მოვხსნით შეზღუდვებს, ვერ გავხსნით საზღვრებს, ვერ გავემგზავრებით ვერსად - ადამიანები დაიღალნენ ამ შეზღუდვებით" - აცხადებს გრიფინი.