რას ამბობენ ავსტრალიელები ასტრაზენეკას ვაცქინაზე და მასთან დაკავშირებულ თრომბოზულ გართულებებზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

რას ამბობენ ავსტრალიელები ასტრაზენეკას ვაცქინაზე და მასთან დაკავშირებულ თრომბოზულ გართულებებზე

რას ამბობენ ავსტრალიელები ასტრაზენეკას ვაცქინაზე და მასთან დაკავშირებულ თრომბოზულ გართულებებზე
ცნობილია, რომ ავსტრალია მასობრივი ვაქცინაციისთვის იყენებს ასტრაზენეკას ვაქცინას.
ავსტრალიელები იტყობინებიან, რომ პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სისხლის შედედების ზრდასა და ვაქცინაციას შორის ადენოვირუსული ვექტორული ვაქცინების გამოყენებისას ვერ დაადგინეს და რისკი ამ შემთხვევაში საკმაოდ დაბალია.

Mater Health-ის ინფექციურ დაავადებათა მიმართულების დირექტორი, პოლ გრიფინი, აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ფაიზერის რნმ ვაქცინის 50 წლამდე მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულ ვაქცინად გამოყენების შესახებ არის მხოლოდ "მეტისმეტი სიფრთხილის" გამოხატულება.

აქამდე ასტრაზენეკათი ვაცქინირებული ყოველი მილიონი ადამიანიდან 4-6-ს განუვითარდა სისხლის შედედების იშვიათი სინდრომი, ამდენად რისკის მაჩვენებელი 0,0004%-ია. კიდევ უფრო ნაკლებია იმ ადამინთა რაოდენობა,
ვინც ამ გართულებით გარდაიცვალა.

სისხლის შედედების მსგავსი გართულების რისკი ზოგიერთი ორალური კონტრაცეპტივის რეგულარული გამოყენებისას არის 0,3-1%.

"მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინა უსაფრთხოა რეკომენდებული (50 წელს გადაცილებული) ასაკობრივი ჯგუფისათვის" - განაცხადა გრიფინმა.

"თუ გავითვალისწინებთ, რომ სისხლის შედედების იშვიათი სინდრომი ძირითადად ვითარდება ახალგაზრდებში, მათთვის მოწოდებული იქნა ფაიზერის
ვაქცინა.

არაერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ მოსაზრება სისხლის შედედების სინდრომის განვითარებასა და ვაქცინაციას შორის ურთიერთკავშირზე მხოლოდ თეორიულია, თუმცა იმის მიუხედავად, უკავშირდება თუ არასინდრომი ვაცქინაციას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ვაცქინის სარგებელსა და რისკს შორის თანაფარდობა" - ამბობს გრიფინი.

"ნებისმიერი თერაპიული საშუალება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამ ვაქცინით გამოწვეული პოტენციური რისკი გაფერმკრთალდება, თუკი მას სხვა პრეპარატებს შევადარებთ - უბრალოდ ახლა ვაქცინებზე მეტს საუბრობენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმუნიზაცია და დროულად დავასრულოთ პანდემია" - ამბობს ის.

გრიფინი არ ეთანხმება ოპონენტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ უმნიშვნელო რისკიც კი გაუმართლებელია.

"ჩვენ ახლა ვაკონტროლებთ პანდემიას, მაგრამ ეს სულ ასე არ იქნება. ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ ვერ მოვხსნით შეზღუდვებს, ვერ გავხსნით საზღვრებს, ვერ გავემგზავრებით ვერსად - ადამიანები დაიღალნენ ამ შეზღუდვებით" - აცხადებს გრიფინი.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია გერმანიის CureVac– ის მიერ, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მხოლოდ 47%-ით ეფექტურია, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ფარმაცევტულმა კომპანიამ განაცხადა.
მედიკოსები მოგვიწოდებენ რომ მაქსიმალურად ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ საქართველოში მომავალი ორი დღის განმავლობაში შემოვა.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად