ეს ვაქცინები არ იწვევს ფერტილობას, არ შეიცავს ღეროვან უჯრედებს, ჩიპებს და სათვალთვალო მოწყობილობებს - მეცნიერები ანტივაქსერების მითებს პასუხობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეს ვაქცინები არ იწვევს ფერტილობას, არ შეიცავს ღეროვან უჯრედებს, ჩიპებს და სათვალთვალო მოწყობილობებს - მეცნიერები ანტივაქსერების მითებს პასუხობენ

ანტივაქსერული ძალები, რომლებიც უამრავ მითს ავრცელებენ ვაცქინების მავნეობის შესახებ.

გთავაზობთ მედიცინის დოქტორის, ჯანდაცვის მაგისტრის, ინფექციათა პროფილაქტიკის მიმართულების დირექტორის - ლიზა მარაგაკისისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კრიტიკულ მდგომარეობათა სამმართველოს დირექტორის - გაბორ კელენის პასუხებს ამ მითებზე.

ეს მეცნიერები აშშ-ს წარმოადგენენ და ამდენად ძირითადად ამერიკაში წარმოებულ ვაქცინებზე საუბრობენ.

გთავაზობთ გავრცელებულ მითებს და მეცნიერთა პასუხებს:

მითი 1

ვაქცინა იწვევს ფერტილობას ქალებში.

სიმართლე:

კოვიდ-19-ის ვაქცინა გავლენას არ ახდენს ფერტილობაზე. სინამდვილეში ვაცქინა კორონავირუსის ცილის მსგავსი ცილების წარმოქმნისაკენ უბიძგებს ორგანიზმს, ეს კი იმუნურ სისტემას ასწავლის ბრძოლას ვირუსთან, რომელიც ამ სპეციფიკურ ცილას შეიცავს.

ასეთი მითის გავრცელებას ხელი შეუწყო სოციალურ ქსელში გაჩენილმა მცდარმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გვირგვინის ცილა ისეთივეა, როგორიც არის ცილა სინციტინ-1, რომელიც ორსულობისას პლაცენტის მიმაგრებასა და განვითარებაში მონაწილეობს. იმ მცდარ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა აიძულებს ორგანიზმს, ებრძოლოს სინციტინ-1-საც, ეს კი ქალებში ფერტილობას გამოიწვევს.

სინამდვილეში ეს 2 ცილა სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან და ვაქცინაცია არავითარ გავლენას არ ახდენს ქალის ფერტილობაზე, არც ბუნებრივი და არც ხელოვნური განაყოფიერების დროს. ფაიზერის ვაქცინის გამოცდის პროცესში მონაწილე 23 მოხალისე ქალი ვაქცინაციის შემდეგ უკვე დაორსულდა და მათგან მხოლოდ იმ ერთის შემთხვევაში შეწყდა ორსულობა, რომელსაც ვაქცინა კი არა, პლაცებო გაუკეთდა.

მეორეს მხრივ, თავად კოვიდ 19-ით გამოწვეულმა ინფექციამ კი შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის მძიმე მიმდინარეობა და დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მითი 2

თუ უკვე გადავიტანე Covid 19, აცრა აღარ მჭირდება

სიმართლე:

ადამიანები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსული ინფექცია, მაინც საჭიროებენ ვაქცინაციას, რათა თავიდან აიცილონ კოვიდ-19-თან დაკავშირებული სერიოზული რისკები და ასევე იმის გამოც, რომ მოსალოდნელია განმეორებითი ინფიცირება.

ამ დროისთვის არ არის საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად მყარი შეიძლება იყოს კოვიდგადატანილთა ბუნბრივი იმუნიტეტი. ადრეული გამოკვლევები მოწმობს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი ხანმოკლეა, თუმცა ჯერ კიდევ ტარდება კვლევები ამ საკითხზე.

ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი, უკვე აიცრა ფაიზერის ვაქცინით და მათ არავითარი პრობლემა არ შექმნიათ. მეცნიერები თვლიან, რომ ვაქცინა უკეთ დაიცავს ორგანიზმს, ვიდრე ბუნებრივი იმუნიტეტი.

მითი 3:

ვინაიდან ვაქცინები დაჩქარებულ ეჟიმში შეიქმნა, არ შეიძლება ვენდოთ მათ ხარისხსა და უსაფრთხოებას.

სიმართლე:

კვლევებმა აჩვენა, რომ ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინების ეფეტიანობა 95%-მდეა და არავითარი სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი ეფექტი არ აღინიშნა. არსებობს მრავალი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიქმნა ვაქცინები დაჩქარებულ რეჟიმში.

ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები შექმნილია მეთოდით, რომელიც უკვე წლებია მუშავდებოდა და სწორედ ამიტომ ვაქცინის შემქმნელმა კომპანიებმა ვაცქინაზე მუშაობის დაწყება პანდემიის ადრეულ სტადიაზე შეძლეს.

ჩინეთმა ოპერატიულად გამოყო კოვიდ-19-ის გენეტიკური მასალა და მიაწოდა ის მეცნიერებს ვაქცინაზე მუშაობის დასაწყებად.

ვაცქინის შემქმნელებს არ გამოუტოვებიათ ტესტირების არცერთი ეტაპი, თუმცა ზოგიერთი მათგანი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, რათა დროულად შეეგროვებინათ მონაცემები.

ვაქცინის შემქმნელებს ჰქონდათ დიდი რესურსი, რადგან მთავრობებმა დააფინანსეს მკვლევარები და წინასწარვე გადაიხადეს ვაქცინის საფასური.

ზოგიერთი ვაცქინა შექმნილია რნმ ტექნოლოგიით, რაც უფრო სწრაფი მიდგომის საშუალებას იძლევა, ვიდრე ტრადიციული მეთოდით წარმოებული ვაცქინები.

სოციალური ქსელები დაეხმარა კომპანიებს, დროულად ეპოვნათ და მოეგროვებინათ კვლევებში მონაწილეობის მსურველი მოხალისეები. ბევრი ადამიანი მზად იყო, დახმარებოდა ამ ვაცქინების შექმნისთვის საჭირო კვლევებს.

რადგან კოვიდ-19 ფართოდ გავრცელებული და ადვილად გადამდები ინფექციაა, არ იყო საჭირო დიდი დრო იმაზე დაკვირებისთვის, იმოქმედა თუ არა ვაცქინამ მოხალისეებზე.

კომპანიებმა დაიწყეს ვაცქინების წარმოება ადრეულ ეტაპზე - FDA-ს ნებართვის მიღებამდეც კი - ამიტომ ზოგიერთი შეკვეთა უკვე მზად იყო იმ დროისთვის, როცა ნებართვა გაიცა.

მითი 4

ვაქცინირებულს აღარ სჭირდება პირბადის ტარება

სიმართლე:

სინამდვილეში, ვაცქინირებულმა პირებმა ისევ ისე უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან სიფრთხილის ზომები ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ვაცქინა არ იცავს თქვენს ორგანიზმს ვირუსის ორგანიზმში მოხვედრისაგან. ის მხოლოდ დაავადების საშუალო სიმძიმის და მძიმე მიმდინარეობისგან გიცავთ.

ჯერჯერობით უცნობია, ვაცქინირებული ადამიანი დაინფიცირების შემთხვევაში იქნება თუ არა ვირუსის გადამტანი, თუნდაც ის არ იყოს ავად.

მითი 5

კოვიდ-ვაქცინის გაკეთების შემდეგ, შეიძლება დაგვემართოს კოვიდ-ინფექცია.

სიმართლე:

კოვიდ-ვაქცინას არ შეუძლია თქვენი დაინფიცირება. რნმ ვაცქინები თქვენს ორგანიზმში მხოლოდ ვორუსის ცილის წარმოქმნის ინსტრუქტირებას ახდენენ. ეს ცილა კი სარს-კოვ-2 ვირუსის მცირე ფრაგმენტია, ამიტომ თქვენ ვერ დაინფიცირდებით ვაცქინის გაკეთებისას. ცილა, რომელიც ეხმარება ორგანიზმს, ამოიცნოს ვირუსი და ებრძოლოს მას, არ იწვევს არავითარ ინფექციას.

მითი 6:

ვაცქინის გვერდითი ეფექტები საშიშია.

სიმართლე:

13 აპრილს CDC-მ და FDA-მ გასცეს რეკომენდაცია ჟ&ჟ ვაცქინის გამოყენებაზე. Johns Hopkins Medicine დროებით აჩერებს ამ ვაქცინის გამოყენებას, ვიდრე მას CDC და FDA არ განიხილავს.

რაც შეეხება მოდერნას და ფაიზერს, მათ შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს ეფექტები ხანმოკლეა, არ არის სერიოზული და საშიში. ვაქცინის შემქმნელები იტყობინებიან, რომ ზოგიერთ ვაცქინირებულს აღენიშნება ტკივილი ინექციის ადგილას, ტკივილი სხეულში, თავის ტკივილი, ცხელება, რომელიც 1-2 დღე გრძელდება. ეს იმის ნიშანია, რომ ვაცქინა ასტიმულირებს თქვენს იმუნიტეტს. თუ სიმპტომრბი 2 დღეზე მეტხანს გაგრძელდება, უნდა აცნობოთ ექიმს.

თუ ალერგია გაქვთ, განსაკუთრებით, მძიმე ფორმის ალერგია, გჭირდებათ ხოლმე ეპინეფრინის გამოყენება, მაშინ ვაცქინაციის საკითხი განიხილეთ თქვენს ექიმთან.

მითი 7:

ვაქცინა შედის ჩვენს უჯრედებში და შეცვლის ჩვენს დნმ-ს.

სიმართლე:

ფაიზერის და მოდერნას ვაქცინების ინფორმაციული რნმ შედის უჯრედებში, მაგრამ არა მის ბირთვში, სადაც დნმ-ია მოთავსებული. რნმ ასრულებს თავის სამუშაოს, აიძულებს უჯრედს, წარმოქმნას ცილა იმუნური სისტემის გასააქტიურებლად, შემდეგ კი მალევე იშლება. ისე, რომ არ ეხება თქვენს დნმ-ს.

მითი 8:

ვაცქინის დასამზადებლად გამოყენებული რნმ-ტექნოლოგია სრულიად ახალია.

სიმართლე:

რნმ-ტექნოლოგია თითქმის 2 ათეული წელია მუშავდება. ვაცქინის მწარმოებლებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც ახალი პანდემიების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.

მითი 9

კოვიდ-19 ვაცქინა შემუშავდა და დამზადდა სადავო ნივთიერებების გამოყენებით ან შეიცავს კიდეც მათ.

სიმართლე:

ფაიზერისა და მოდერნას ვაცქინები შეიცავს რნმ-ს და ვაცქინის სხვა ნორმალურ ინგრედიენტებს, როგორიცაა ცხიმები (რომლებიც იცავს რნმ-ს), მარილები და მცირე რაოდენობით შაქარი. ეს ვაცქინები არ დამზადებულა ნაყოფის ქსოვილების გამოყენებით და არც იმპლანტებს, მიკროჩიპებს ან სათვალთვალო მოწყობილობებს შეიცავს.