ვაქცინაციის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები ქალებს უფრო მეტად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს - რა არის ამის მიზეზი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვაქცინაციის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები ქალებს უფრო მეტად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს - რა არის ამის მიზეზი?

The New York Times- ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად მწვავე გვერდითი მოვლენები ქალებს უფრო მეტად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს.

გენდერის მიხედვით განსხვევებულია თავად გვერდითი მოვლენების ფორმაც.

ვაქცინის უკუჩვენება მის დოზაზე, ჰორმონებსა და გენებზეა დამოკიდებული. როგორც მკვლევრებმა განაცხადეს, ეს გასაკვირი არ არის.

წინა ვაქცინაციების დროსაც ქალები განსხვავებული რეაქციისუნარიანობით გამოირჩეოდნენ.

მაგალითად, Pfizer-ის ვაქცინის შედეგად განვითარებული 47 ანაფილაქსიური შოკის შემთხვევიდან, 44 ქალი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს პანდემიური გრიპის ვაქცინაქციისას ქალბატონებს 4-ჯერ მეტად აღენიშნებოდათ ალერგიული რეაქციები.

ასევე, B ჰეპატიტის, წითელას, წითურასა და ყბაყურას ვაქცინებზე მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მეტად მგრძნობიარები არიან.

1990-2016 წლებში აღწერილი ანაფილაქსიური შოკის შემთხვევებიდან 80% ქალებზე მოდის.

ეს განსხვავება ბევრი მიზეზით არის გამოწვეული. ქალებს აქვთ უფრო ძლიერი იმუნური სისტემა და მეტ ანტისხეულებს გამოიმუშავებენ ვაქცინის საპასუხოდ.

დიდი მნიშვნელობა აქვს რეპროდუქციულ ჰორმონებს: ესტროგენებს, პროგესტერონსა და ტესტოსტერონს. ისინი მეტი ანტისხეულის გამომუშავებას უზრუნველჰყოფენ.

ამასთანავე, იმუნური სისტემასთან დაკავშირებული გენები X ქრომოსომაშია ლოკალიზებული. ქალებს ორი X ქრომოსომა აქვთ, მამაკაცებს კი ერთი.

მნიშვნელოვანია ვაქცინის დოზაც. ქალისა და მამაკაცის ორგანიზმი განსხვავებულად იწოვს მედიკამენტებს.

ქალებს შედარებით დაბალი დოზა სჭირდებათ.

თუმცა, სასიხარულო არის ის, რომ ხშირი ალერგიული რეაქციები, რომელიც ქალბატონებს უვითარდებათ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად, მსუბუქი და ხანმოკლეა.

გაზეთს კვლევის ავტორმა განუცხადა, რომ საჭიროა ქალების ფსიქოლოგიური მომზადება. მათ უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება ალერგიული რეაქცია განუვითარდეთ. ეს ბუნებრივია - მათი იმუნური სისტემის ამსახველი.