მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით, ორშაბათს კოვიდსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელებთ, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს ველოდებით, ორშაბათს კოვიდსაბჭოს ფორმატში ვიმსჯელებთ, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს

აღდგომის დღესასწაულზე რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები არ იქნება.

მინისტრის ინფორმაციით, დაწესდება თუ არა დამატებითი შეზღუდვები, საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.

„ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს. მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ როგორც შარშან, ეკლესიის მხარდაჭერა იქნება ძალიან აქტიური. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები. თუმცა, ეს იქნება ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე“, - განაცხადა ტიკარაძემ.